Goal.com-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "ევერტონს" ბეინსისა და ფელაინის სანაცვლოდ 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს, აქედან ბელგიელ ნახევარმცველზე 20 მილიონს ჩამოდიან, ხოლო მარცხენა გარემარბ ბეინსზე _ 15-ს. "წითელი ეშმაკების" წინა შეთავაზება 28 მილიონი იყო, მაშინ ფელაინში 23.5 მილიონს იხდიდნენ, როგორც ჩანს, ამჯერად ბელგიელს ფასი დაუწიეს.
"ევერტონის" მწვრთნელს კი სურს, რაც შეიძლება მალე გაირკვეს ფეხბურთელების ბედი, რათა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მათი შემცვლელების მოძებნა მოასწროს.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც "მანჩესტერის" მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ტიაგო სილვას და სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი ვერ განახორციელა, ის აქტიურად ცდილობს "ევერტონის" ფეხბურთელების გადმობირებას.
გიორგი ბალახაძე