ფეხბურთი

14:49 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ანდერსონს “ფიორენტინაში” უშვებს

დიდი ალბათობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ანდერსონი იჯარის წესით ფლორენციის “ფიორენტინაში” გადაბარგდება. The United States-ის ცნობით, “წითელი ეშმაკების” თავკაც დევიდ მოიესს წმენდის დაწყება სწორედ ბრაზილიელით სურს და მზადაა, ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე იტალიაში გაამწესოს.

როგორც ირკვევა, კლუბები შეთანხმებასთან ძალზე ახლოს არიან და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სამხრეთამერიკელი ფლორენციაში გადაბარგდება. არაა გამორიცხული, “იებმა” ანდერსონის სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უპირატესი უფლება დაიტოვონ.

ცნობისათვის, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, 25 წლის ანდერსონმა მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.

 

თეგებიანდერსონი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073065