როგორც ჩანს, გარეტ ბეილის მადრიდის “რეალში” გადასვლა-არგასვლის საკითხი კვლავ გაურკვეველია. Manchester Evening News-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” 24 წლის უელსელის სანაცვლოდ უეინ რუნისა და 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს ჩადის.
მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ, შესაძლოა, ლონდონის “ტოტენჰემის” ვარსკვლავი “სამეფო კლუბს” დააშოროს, რადგან თავდამსხმელით გაძლიერება ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდს სჭირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბეილის პრეზენტაცია “რეალში” სამშაბათს უნდა შედგეს, მაგრამ არაა გამორიცხული, ტრანსფერი უკანასკნელ მომენტში ჩაიშალოს.
შეგახსენებთ, რომ “რეალი” “ტოტენჰემს” ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს სთავაზობს.