ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” არგენტინელი შემტევის, ანხელ დი მარიას შეძენით 3 ევროპული გუნდია დაინტერსებული. ესენი არიან “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი” და “პარი სენ ჟერმენი”.
ცოტა ხნის წინათ გავრცელბულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “რეალის” ხელმძღვანელობა გუნდიდან არაერთი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს. მათ შორისაა ანხელ დი მარიაც.
არგენტინელი შემტევით “მანჩეტერ იუნაიტედის” დაინტერესების შესახებ ცნობები დიდი ხანია ვრცელდება. მადრიდული Marca-ს ცნობით, “წითელ ეშმაკებს” თანაქალაქელი “სიტიც” შეუერთდა. იმავე წყაროს ცნობით, მანჩეტერულ გუნდებს კონკურენციას ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” გაუწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, “რეალი” ანხელ დი მარიაში 25 მილიონ ევროს მოითხოვს და ამ თანხის გადახდა სამივე ხსენებულ კლუბს შეუძლია.