“მილანის” ლეგენდარულმა ექს-კაპიტანმა, პაოლო მალდინიმ ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობისგან კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მიწვევა მიიღო - გვამცნობს Sky Sport Italia. პარიზულ კლუბში მას ლეონარდოს შემცვლელად მოიაზრებენ, რომელსაც ეს პოსტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ეკავა. მალდინის ჯერ პასუხი არ უთქვამს, მოსაფიქრებლად დრო მოითხოვა.