ჯერ კიდევ ესპანური “მალაგას” ნახევარმცველ ისკოს დიდი პატივი ახალგაზრდულ ასაკშივე ერგო – კლუბმა მას 22-ნომრიანი მაისური აჩუქა, ანუ, ამ ნომრით ანდალუსიელთა რიგებში აღარავინ აღარასდროს ითამაშებს.
“მალაგაში”, 22-ნომრიანი მაისურით არცერთი ფეხბურთელი ითამაშებს. ამით, ისკოსადმი პატივისცემას გამოვხატავთ”, - დაწერა “მალაგას” პრეზიდენტმა აბდულ ნასერ ალ-ტანიმ თავის ოფიციალურ “ტვიტერში”.
შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში, ისკო მადრიდის “რეალში” გადაბარგდება. “სამეფო კლუბს” 20 წლის ესპანელის ტრანსფერი 24 მილიონი ევრო დაუჯდება.