ამერიკის ღია პირველობის სტარტის წინ ბევრი სპეციალისტი, ვეტერანი ჩოგბურთელი პროგნოზს აკეთებს და ამ მხრივ გამონაკლისი არ გასული საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჯონ მაკინროია. მისი აზრით წლეულს ნიუ იორკში გამარჯვების უპირველესი ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩია.
“ფსონს ჯოკოვიჩზე ჩამოვდივარ. სერბი სადღეისოდ ხუთსეტიან მატჩებს სხვებზე უკეთ თამაშობს. ნოვაკი როჯერზე ახალგაზრდაა და ხანგრძლივი შეხვედრების ჩატარება შედარებით უადვილდება. თუკი ფედერერი და ჯოკოვიჩი ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ, ყველაფერს გამძლეობა გადაწყვეტს და ამ მხრივ სერბს უპირატესობა ექნება”, - აცხადებს მაკინროი.
შეგახსენებთ, ჯონ მაკინროის 7 სადიდსლემო გამარჯვება (3-ჯერ უიმბლდონი მოიგო, 4-ჯერ აშშ-ის ღია პირველობა) აქვს.