ჰოლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი როი მაკაიმ, რომელიც როტერდამის “ფეიენოორდის” სამწვრთნელო შტაბში შედის, განაცხადა, რომ არნემის “ვიტესის” კოტდივუარელი ბომბარდირი ვილფრიდ ბონი რუსეთის ჩემპიონატში სათამაშოდ არ უნდა წავიდეს.
“იმედია მაქვს, რომ ბონი რუსეთის ჩემპიონატში სათამაშოდ არ წავა. ის, ევროპის რომელიმე საუკეთესო ლიგაში უნდა გადავიდეს, სადაც ყველა შევძლებთ თვალი ვადევნოთ. ინგლისში, გერმანიაში ან ესპანეთში მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნამდვილად ძლიერი ფორვარდია” – განაცხადა მაკაიმ.
24 წლის ბონი, 27 მატჩში გატანილი 30 გოლით, ჰოლანდიის მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.