სუპერლიგის მონაწილე “მაკაბის” წევრმა მაიზერ რევაზაშვილმა საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურში, ექსჩემპიონ “არმიასთან” შეხვედრაში კოჭის ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “მაკაბის” მთავარმა მწვრთნელმა ჯამლეთ ხუხაშვილმა განუცხადა.
“მართალია, მაიზერის ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ არ გავრისკეთ და ტრავმის გართულების თავიდან აცილების მიზნით “არმიასთან” არ ვათამაშეთ,” – გვითხრა ჯამელთ ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “მაკაბიზე” რომ აღარაფერი ვთქვათ, მაიზერ რევაზაშვილი ქართული კალათბურთის ერთ-ერთი პერსპექტიული სპორტსმენია.