კალათბურთი

19:47 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძეს კოჭის ტრავმა აწუხებს

სუპერლიგის მონაწილე “რუსთავის” ცენტრალურ თავდამსხმელ დავით მაისურაძეს (03.05.90, 204 სმ) კოჭის ტრავმა აწუხებს და ამის გამო ვერ ვარჯიშობს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “რუსთავის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მაისურაძემ მარცხენა ფეხის კოჭი ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ამოიბრუნა და ამის გამო მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრის მე-7 ტურში “შსს აკადემია”-“რუსთავის” შეხვედრა გამოტოვა.

25 მარტისთვის “რუსთავი” 9-გუნდა ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა და პლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვს.

0.121272