გერმანიის ბუნდესლიგის მე–12 ტური ორი მატჩით დასრულდა. „მაინცმა“ „აინტრახტი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, „შტუტგარტმა“ კი, „ფრაიბურგთან“ საგარეო მატჩში იმარჯვა.
მე–9 წუთზე, შტუტგარტელები ვედად იბიშევიჩმა დააწინაურა, რომელიც კრისტიან გენტნერის გადაცემას გამოეხმაურა. ზუსტად წუთის შემდეგ, სტუმართა უპირატესობა ტიმო ვერნერმა გაზარდა და მასპინძელთა შანსები მინიმუმამდე დაიყვანა.
78–ე წუთზე, მაიკ ჰანკეს გოლის წყალობით, ფრაიბუგელებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს. თავის მხრივ, „შტუტგარტმა“ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – ვერნერმა დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე 1:3 დააფიქსირა.
„მაინცისა“ და „აინტრახტის“ დაპირისპირებაში, გადამწყვეტი ერიკ ჩუპო–მოტინგის გოლი გამოდგა. მასპინძელთა ფორვარდმა თავი მატჩის მიწურულს გამოიჩინა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
მაინცი. „კოფას არენა“. 34000
მაინცი – აინტრახტი 1:0 (0:0)
მაინცი: კარიუსი, ნოვესკი, პოსპეხი, ჩჟუ–ჰუ, ბელი, სოტო, ზიმლინგი (ჩუპო–მოტინგი 61), მალი (პარკერი 73), გეისი, ოკაზაკი (სალერი 81), პოლტერი.
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
აინტრახტი: ტრაპი, რუსი, ოჩიპკა, ანდერსონი, იუნგი, ბარნეტა, მაიერი, ინუი (როზენტალი 75), ფლიუმი, როდე, კადლეცი (ხოსელუ 89).
მწვრთნელი: არმინ ფე
გოლი: 1:0 ჩუპო–მოტინგი (88)
გაფრთხილება: გეისი (16), სოტო (41), ბელი (66), ჩუპო–მოტინგი (84) – ფლიუმი (48)
კარში დარტყმა: 20 (13) – 14 (9) ჯარიმა: 23 - 17 კუთხური: 6 - 6 თამაშგარე: 4 - 3 ბურთის ფლობა: 42% - 58% სეივი: 9 – 12
ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი“. 23700
ფრაიბურგი – შტუტგარტი 1:3 (0:2)
ფრაიბურგი: ბაუმანი, დიანე, ჰენი, გიუნტერი, გინტერი, ფერნანდესი, კოკლენი (კერკი 46), ჰეფლერი, კლაუსი, ფრაისი (ჰანკე 77), მეჰმედი.
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
შტუტგარტი: ულრაიხი, ჰაგი, შვაბი, ნიდერმაიერი, რაუში (საკაი 59), გენტნერი, იორგენსენი, ლაიტნერი (ჰარნიკი 81), მაქსიმი, იბიშევიჩი, ვერნერი (ტრაორე 85).
მწვრთნელი: ტომას შნაიდერი
გოლი: 0:1 იბიშევიჩი (9), 0:2 ვერნერი (10), 1:2 ჰანკე (78), 1:3 ვერნერი (82)
გაფრთხილება: კლაუსი (28), ჰანკე (90) – ნიდერმაიერი (44)
კარში დარტყმა: 19 (13) – 10 (6) ჯარიმა: 9 - 13 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 1 - 7 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 3 – 12