"შარლოტის" ამჟამინდელმა მფლობელმა მაიკლ ჯორდანმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 50 წლის ასაკში არ აპირებს ნბა-ში პროფესიონალი მოთამაშის რანგში დაბრუნებას.
"უკვე გავიარე ის პერიოდი, რასაც ჰქვია ახალგაზრდობა. ახლა უკვე გამაჩნია როგორ სოლიდური წლოვანება, ასევე წონაც. კალათბურთის ბურთი ხელში უკვე დიდი ხანია აღარც ამიღია. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, 50 წლის ასაკში, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ნბა-ში პროფესიონალი კალათბურთელის რანგში დაბრუნებას. თუმცა მიმაჩნია, რომ ახლაც შემიძლია მაღალ დონეზე თამაში", - ციტირებს კალათბურთის მეფის სიტყვებს The Chicago Tribune.
გიორგი ბარბაქაძე