სხვა

0:17 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაიკ ტაისონის “უდავო სიმართლე”: ხელოვნური პენისით მწვერვალებისკენ

ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი იმ ინსპექტორების მოსატყუებლად, რომლებიც მას ბრძოლების შემდეგ დოპინგ-სინჯებს უღებდნენ, ხელოვნურ პენისს იყენებდა. აღნიშნულის შესახებ თავად ტაისონმა დაწერა მემუარებში “უდავო სიმართლე” (Undisputed Truth), რომელიც გაყიდვაში 12 ნოემბერს გამოვიდა. როგორც “რკინის მაიკი” იუწყება, იგი დოპინგ-ტესტებისას მუდმივად იტყუებოდა, რადგანაც კოკაინის და მარიხუანის აქტიური მომხმარებელი გახლდათ.

ტაისონს ხელოვნური პენისის გამოყენების იდეა 2000 წელს ლუ სავარეზესთან შერკინების წინ მოუვიდა. აღნიშნულის შემდეგ, მოკრივე დოპინგ-ინსპექტორებს ერთი და იმავე ხერხის საშუალებითYატყუებდა.

როგორც მაიკი წერს, ბრძოლის წინ იგი კოკაინს ყნოსავდა და მარიხუანას ეწეოდა, დოპინგ-ტესტებისას კი სხვისი შარდით სავსე ხელოვნურ პენისს იყენებდა.

შეგახსენებთ, რომ 2000 წელს, ანჯეი გოლოტასთან ბრძოლის შემდეგ ტაისონს მარიხუანის კვალი მაინც აღმოუჩინეს (მაშინ ამერიკელი 200 ათასი დოლარით დააჯარიმეს), რასაც მოკრივე იოლად ხსნის – უბრალოდ, ჩემი გუნდის წევრმა ხელოვნური პენისის გადმოცემა ვერ მოასწროო.

1987 წელს, 20 წლის ასაკში ტაისონი კრივის ისტორიაში მძიმე წონაში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. “რკინის მაიკის” კარიერა 1992 წელს შეფერხდა, როდესაც გაუპატიურებისთვის ციხეში წასვლა მოუხდა.

იგი რინგზე 1995 წელს დაბრუნდა და 10 წელი საქმეში იყო, თუმცა, ნაკლები წარმატებით. ჯამში, კარიერის განმავლობაში, ტაისონმა 58 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 50 მოიგო (44 ნოკაუტით), 6-ში კი მარცხი განიცადა.

და ერთიც. როგორც ტაისონი ამბობს, ფორმის პიკში მყოფს, ძმები კლიჩკოებიდან მას ვერცერთი დაუდგებოდა: “საუკეთესო ფორმაში მყოფს, კლიჩკოები წინააღმდეგობას ვერ გამიწევდნენ. ორივე ძმას პირველივე რაუნდში დავაგდებდი”.

0.121932