კალათბურთი

11:25 | 14.06.2013 | ნანახია 3201 - ჯერ

“მაიამიმ” ტეხასში მოედნის უპირატესობა დაიბრუნა

 “მაიამი ჰითმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის მეოთხე მატჩში სან ანტონიოში მნიშვნელოვანი პაექრობა მოიგო (109:93), ანგარიში გააყაიმა და მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. “სან ანტონიოსა” და “მაიამის” ფინალური სერიის მეხუთე მატჩი 16 ივნისს (ჩვენი დროით 17 ივნისს გამთენიისას) კვლავ ტეხასის შტატში ჩატარდება, შემდეგ კი გუნდები ფლორიდაში გადაინაცვლებენ.

ამ დილით ჩატარებული ასპარეზობის პირველ მეოთხედში თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ, რომელთა საქულე უპირატესობამაც ერთ მომენტში 10 ქულაც კი შეადგინა, მაგრამ მაიამელები მალევე გამოფხიზლდნენ და საწყისი 12 წუთეული 29:26 მოიგო. მეორე პერიოდში გრეგ პოპოვიჩის გაიბრძოლა და დიდი შესვენების წინ წინასამატჩო სტატუს კვოც აღადგინა (49:49), მაგრამ მეორე ტაიმში ფლორიდელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ლებრონ ჯეიმსის, დუეინ უეიდის, კრის ბოშის და რეი ალენის კარგი თამაშის წყალობით “ჰითმა” მეოთხე პერიოდის შუაწელში ნათელი გახადა, რომ სერიაში ანგარიში გათანაბრდებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლებრონ ჯეიმსი ამაღლებულ ხასიათზე იყო: “წინა მატჩი უკვე ისტორიის საკუთრებაა და მისი გახსენებაც კი არ მსურს. დღეს მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშე და როდესაც უეიდი და ბოში მხარს ამიბამენ, ჩვენი დამარცხება თითქმის წარმოუდგენლად მეჩვენება”.

ფინალური სერიის წინა პაექრობებისგან განსხვავებით დუეინ უეიდი გაცილებით სოლიდურად გამოიყურებოდა. მან მართალია, ჯეიმსისა და ბოშის მსგავსად ორმაგი დუბლი ვერ გაიფორმა, მაგრამ 32 ქულა, 6-6 ჩაჭრა-მოხსნა და 4 შედეგიანი პასი შესანიშნავი სტატისტიკაა. “ყველაფერი გავაკეთეთ, რათა წარმატებისთვის მიგვეღწია. პარტნიორებს შედეგიანი თამაშით ხელი შევუწყვე – მათ ხომ ჩემი იმედი აქვთ. ახლა ჩვენი უმთავრესი ამოცანა მეხუთე მატჩის მოგებაა და თუკი შესაძლებლობები სრულად გამოვავლინეთ, შინ ანგარიშში დაწინაურებულები დავბრუნდებით”, - ოპტიმისტურადაა განწყობილი უეიდი.

“როდესაც ბოში, უეიდი და ჯეიმსი ისე თამაშობენ, როგორც დღეს, მოწინააღმდეგეს პრაქტიკულად უშანსოდ ტოვებენ. როცა ეს ტრიო ამგვარად ასპარეზობს, მეტოქეს იდეალური თამაში მართებს, ეს კი უიშვიათეს შემთხვევაში ხდება ხოლმე”, - განაცხადა ნამატჩევს სან ანტონიოელთა გამოცდილმა დამრიგებელმა გრეგ პოპოვიჩმა.

 სან ანტონიომაიამი 93:109 (26:29, 23:20, 27:32, 17:28)

სან ანტონიო: დანკანი (20ქ, 5მ), პარკერი (15ქ, 9პ), ნილი (13ქ), ლეონარდი (12ქ, 7მ, 2დ), გრინი (10ქ, 4პ), დიაო(9ქ), ჯინობილი (5ქ), ბონერი (4ქ), სპლიტერი (4ქ), ჯოჟეფი (1ქ), ბლერი, დე კოლო.

მაიამი: ჯეიმსი (33ქ, 11მ, 4პ, 2დ), უეიდი (32ქ, 6ჩ, 6მ, 4პ), ბოში (20ქ, 13მ, 2დ), ალენი (14ქ), ჩელმერზი (6ქ, 5პ), ჰასლემი (2ქ, 5მ), ბატიე (2ქ), კოული (4პ), მილერი. 

სერიის ანგარიში 2:2


კომენტარები (38)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:20 | 15.06.2013
იკა..იუვე..10 (4132)

ხალხო რა მინდა გთხოვოთ.. გმგ-ზე რეკლამები რომ გადის მაგალითად ბოსტონის დღეები, ან ლეიკერსის დღეები.. მაგ რეკლამებს რომ კომპოზიციები ადევს, ვინმემ ავტორები და ჯგუფები თუ იცით მომწერეთ გთხოვთ გთხოვთ გთხოვთ

13:08 | 15.06.2013
fenomeno9 (3203)

კობი იყო 2 დღის უკან კალათბურთის ლეგენდებში და მანდ ერთ მის ვიდეოზე ძაან მაგარი თემა იდო: alice cooper - might as well be on mars. როკის მოყვარული თუ ხარ გაგისწორდება.

13:32 | 15.06.2013
იკა..იუვე..10 (4132)

აუ ჯიგარი ხარ ძმაო.. მიყვარს გემოვნებიანი მუსიკა)) რა თქმა უნდა გამისწორდებაა

01:32 | 15.06.2013
fenomeno9 (3203)

ლებრონ შე ვეზირო!!! თურმე შენ წარმართავდი გუნდის თამაშს და კრისმა და დივეიმ უბრალოდ მხარი აგიბეს ხო? ტფუუუ მოგიტ...ან ობიექტურობა და ეგ გაპიარებული ზედმეტსახელი! ეს თამაში მოიგო დუეინმა (2006 წლის ფინალი გამახსენდა უცებ)ბოშის ბრწყინვალე გარჯამ დაცვაში და მანუსა და ტონის საშინელმა პასიურობამ! ნუ კომენტარებს რომ გადავხედე "მეფუნიას" დიდება და ცაში აყვანა მიდის ტრადიციულად! თუ ჰიტმა მოიგო ეს სერია, რისი შანსიც უკვე უფრო მეტია ვიდრე სპურსის და ისევ ჯეიმსი დაასახელეს MVP-იდ მაშინ, ეს იქნება ყველაზე სამარცხვინო და დაუმსახურებელი წოდება სუპერფინალების ისტორიაში!

00:42 | 15.06.2013
chikovansky91 (2776)

stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=HxVRQHU5It0')>0?'http://www.youtube.com/watch?v=HxVRQHU5It0':'http://www.youtube.com/watch?v=HxVRQHU5It0')) ეს ვიდეო ნახეთ როგორ გაეღადავა ჰოვარდს აივერსონი DD, რა ჩაუგდო )))

23:07 | 14.06.2013
temooo82 (1953)

ტიპმა 33 ქულა ჩააგდო და თურმე არაფერი გაუკეტებია)))

ამისგან ერთ სუპერ-თამაშს ველი სან ანტონიოსთან, პირადად რო მოიგოს........

23:00 | 14.06.2013
avtoia (97)

სასაცილოა სატირალი რო არ იყოს აქ ვიღაც ვიღაცეები პროფესორობაზე დბეთ თავს, კაცი ისვენებდა 4-ე პერიოდში და რე ექნა? გამოვიდა და ჩაყარა, თუ რა უნდა ეფიქრა ვეიდმა თამაში მოიგო და მოდი აღარ ჩავყრი ღორობაში რო არ ჩამითვალონო????? აქამდე აკრიტიკებდით 4-ე პერიოდში ბურთებს ვერ ყრისო ეხლა აკრიტიკებთ რატო ჩაყარაო, ჩამოყალიბდით რა გინდათ

23:27 | 14.06.2013
dreamer (1416)

4_ე პერიოდში მაშინ ყაროს ბურთები გუნდს რომ ჭირდება და ალენს და მილერს არ ატენოს ბურთEბი თორემ დამთავრებულ თამაში ბაზარი არაა მაგარია დაცვას არ ეთამაშებოდნენ ტიპს ბოლო 7 ქულა ისე აიღო: )

21:58 | 14.06.2013
iverieli1984 (265)

ბიჯო ნუ გადამრიეთ თქვენ კალათბურთზე ლაპარაკობთ თუ ბამბინგტონზე?კალატბურთში როგორ შეიძლება თქვა რა ქნა მაგან ბოლოში ჩაყარა ბურთებიო?კალათბურთი მაგით განსვხავდება სხვა სპორტებიდან რომ 1 წუთში შეიძლება 10-12 ქულა ამოქაჩო!ესეიგი ზიზგის გამო საერთოდ ფანტასტიკებს საუბრობთ რა! რო არ ეყარა ბოლოში და სან ანტონიოს ეყარა ვინ მოიგებდა?სასაცილოც აღარაა ეს ყველაფერი უფრო სატირელია!

23:34 | 14.06.2013
iverieli1984 (265)

ნუ კაროჩე სად და რაში ნახოთ მიზეზები აღარ იცით რა!თქვით ,რომ მეზიზგება ეს ადამიანი იმტომ რომ ფენომენია და დამთავრება ამით ყველაფერი!

23:20 | 14.06.2013
celtics (26)

რა ზღაპრებს ყვები , 10 - 12 რო იქაჩება 1 წუთში ბაზარი არაა, პროსტა პოპოვიჩმა რო შემოყარა ბლიარი,ბონერი,ჯოზეფი ,დიაო და მანუ მაგ 5 ეულით არ იქაჩება და ლებრონმა პასი რო არავის არ მიცა და ჩამოშვებულ ხელებიან მანუსთან დაიწერა სტატისტიკა ეგ ჩემი თვალით ვნახე

23:37 | 14.06.2013
iverieli1984 (265)

დამიჯერეთ რაც არ უნდა ილაპარაკოთ და ჯიბრში ჩაუჯდეთ მეფეს ის ჯორდანის მიღწევას გაიმეორებს და 6 საჩემპიონო ბეჭედს მოირგებს!ამიტომ ტყუილად უბრალოდ ნერვებს ნუ იფუჭებთ

23:42 | 14.06.2013
dreamer (1416)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

23:40 | 14.06.2013
dreamer (1416)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

18:46 | 14.06.2013
data96 (4224)

უეიდმა ჩაატარა კარიერის ერთთ-ერთი საუკეთესო მატჩი,ყველა კომპონენტში საუკეთესო იყო და ლებრონს რაც შეეხება უეიდმა მოიგო და მერე ყარა ლებრონმა ))))

19:27 | 14.06.2013
bbbbbb (2031)

პირველ ტაიმში ვინ ამუქაჩა და გაიყვანა წინ გუნდი? ლებრონამ ხომ არა? მერე ვეიდმა გადაიბარა მაგრამ არც ლებრონს ძინებია. ვეიდმა უფრო მნიშვნელოვან დროს ყარა მაგრამ არც ეგრეა როგორც შენ დაწერა სანამ მოიგებდა თანაბარ ანგარიშზე 24 ქულა ქონდა ლებრონს მერე დასვეს და დრომ შემოვიდა ისევ ყარა

18:35 | 14.06.2013
celtics (26)

ლებრონის ყომარი თავიდან ბოლომდე მაიამის დაცვაზეა დამოკიდებული , თუ კოლეჯის ბავშვებს არ ეყომარება რომლებიც "სეფის დანახვაზე პანიკაში ვარდებიან

18:32 | 14.06.2013
celtics (26)

რაჩ შეეხება სპურსს, როცა მანუ ( 5 ფოინთით ) თAვისი მესამედი აღარ არის , ტიმი უცენტრო კამანდას ფეინთში ვეღარ ჩაგრავს და პარკერს ტრამვა აქ , სპლიტერი ემოციურ შოკშია და კავაი,ნილი,გრინის იმედად რჩება კამანდა კიდე დიდი პაჩოტია რო 4 ყომარის შემდეგ სერია 2 - 2 ია

მაიამიმ მოუგო პლეიოFში , მონტა ელისს , მერე ნოას , მერე ჰიბერტს და ჯორჯს ეყომარა 7 , და სპურსი უკვე ვთქვი რა დღეშიცაა და ....

18:26 | 14.06.2013
celtics (26)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

18:50 | 14.06.2013
dreamer (1416)

გეთანხმები ყველაფერში 100% ბოლო 2 წუთი რა იხამა ლებრონმა : ) მაგრამ ბოლოს დ.ე.დ.ი.ს. მ.უ.ტ.ე.ლ.ი.ც. რომ მ.ო.ე.ტ.ყ.ნ.ა. გუშინ ყველამ დაინახა ვისაც დანახვა უნდოდა რომ ეგ თამაში მოიგო ვეიდმა: ) იიიიი სტატისტიკა მეფეოოოო იიიიიი: ) ფუფ: )

17:11 | 14.06.2013
vaso8522 (1669)

ეს თამაში მანუმ წააგებინა თავისი უაზრო პასებით, სროლებით და საერთო თამაშით, საერთოდ რატო მისცა ამდენი დრო პოპოვიჩმა ვერ მივხვდი

15:42 | 14.06.2013
sheraza (804)

ასე მარტივადაც ნუ გადაწყვეტთ ფინალების ბედს

15:25 | 14.06.2013
იკა..იუვე..10 (4132)

ვეიდმა დაგლიჯა!!! მისი თამაში გადამწყვეტი აღმოჩნდა გუშინ

15:24 | 14.06.2013
იკა..იუვე..10 (4132)

ეეეხ მანუ მანუ : ((( ჩემმა კაცმა პირწმინდად ჩააგდო თამაში.. მაგრამ არაუშავს, შემდეგი მატჩი აუცილებლად უნდა აიღოს სან ანტონიომ და შემდეგ გავემგზავროთ მაიამიში

15:19 | 14.06.2013
chikovansky91 (2776)

ლებრონისთვის სტიმული იქნება , თანაგუნდელების კარგი თამაში , იმედია დუხზე მოვა და კრიტიკოსებს გააჩუმებს ))))))))

15:13 | 14.06.2013
chikovansky91 (2776)

თურმე ლებრონს აუბა მხარი უეიდმა )))))))
თამაშს ვინც უყურა , კი დატკბა უეიდის პრახოდებით ))
დაცვაშიც ლომივით იდგა 6 სთილი ამაზე მეტყველებს ,პასებზე აღარ ვამბობ, დანკანს რო მიაფარა ; )))) და ტრავმა რო მიიღო იმ წუთში მაგრა გამიტყდა )),რამხელაზე ხტება ტიპი)) ბოშის თამაში დაცვაში ფენომენალური იყო )))
მეფესაც არაფერს არ ვუწუნებ ))) პერიმეტრი გადაკეტილი იყო იდეალურად ))
მიუხედავად ამისა მაინც გამოიყენა სან ანტონიომ ; ))))
გეიმ 7 ინდიანასთან გახსოვთ უეიდმა როგორც იყუმარა ))
და ეხლა ეს იგრაც ))
უეიდმა თამაში არ ჩააგდოს და სან ანტონიოს პერიმეტრიც ვეღარ უშველის )))
მილერს მიუხედავად იმისა რო ქულა არ ქონდა ,მაინც კარგად გაირჯა დაცვაში )))
ჯერ მოიგოს ფინალი მაიამიმ და მერე ვილაპარაკოთ ლებრონის ერაზე ))))
დაველოდოთ მოვლენებს ))
celtics შენი კომენტარი მაინტერესებს , როგორ შეაფასებ სათამაშო დღეს

14:55 | 14.06.2013
festina (2659)

მაიამი იყო შეუდარებელი და ეხლა დავამთავრე განმეორებით ყურება თამაშის!!!კიდევ უნდა მოუგონ გასვლაზე და ძალიან კარგ ხასიათზე ცავლენ მაიამიში!!!წელს მაიამის ეკუთვნის ჩემპიონობა!

14:49 | 14.06.2013
MANCHESTER UNITED (686)

აბა სად ხართ სანა ნტონიოს ფანებო.მე რას ვწერდი აქ.ამიამი ჩემპიონია.კაროჩე დაასაფლავეს ბებრები.ჩემი აზრით კიდევ მოუგებს.მაიამი სან ასნტონიოს და მორჩა ლაპარაკი

14:46 | 14.06.2013
temooo82 (1953)

დღეს უეიდმა მაგრად ითამაშა, მაგრამ ლებრონას რო აკნინებენ არ მესმის....


ისე ფინალს მაიამი თუ მოიგებს ალბათ ლებრონა მვპ გახდება და მერე რაღას იტყვიან არ ვიცი......

14:49 | 14.06.2013
MANCHESTER UNITED (686)

ლებრონი 33....დივეი 32.სად არის სან ანტონიო ?არსად გაქრა.

14:35 | 14.06.2013
bars100 (1495)

ნუ კარგია რომ მოიგო მაიამიმ. ეს გარდაუვალია მინიმუმ სამწლიან დომინაციას ველი მე მაიამის. უეიდს საღოლ ფენპმენალურია 6 ჩაჭრა და ამს+32 ქულა თავისი ენდვანებით. ბოშმაც ბრწყინვალედ ითამაშა და საერთოდ ბოში უძლიერესი მძიმეა უბრალოდ ამ სამეულში იჩაგრება თორემ ბრწყინვალე მცველიცაა, კარგი მექულეც კრეატიულიც და პერიმეტრიდანაც ბომბავს ბევრი მეფარისგან განსხვავებით. ლებრონი კი მოვლენაა და ამას უნდა შეეგუოთ. ტიპს ყველაფერი შეუძლია და მისი როლი განუზომელია. ეგოიზმზე რო იყოს მისი თამაში დაფუძნებული 30+ ჩაყრიდა თითქმის ყოველ თამაშზე. როცა ფარქვეშ შედის მისი გაჩერება შეუძლებელია თითქმის და თან 3 კაცს იზიდავს ერთდროულად და მერე პერიმეტრზე მილერს, ბეტიეს, ჩალმერსს და ალენს აბომბინებს კალათს ამიტომ აქ ასე სოლიდურად პასები და ეს სამმაგებიც არ ვარდება ციდან ეს მისი სტილა და ძალა ესსაა დღევანდელი ობიექტურობა და ამას უნდა შეეგუოთ. ერთადერთი სანანტონიოს გამარჯვება ტი მაკის პონტში გამიხარდება ცოდოა ეგ კაცი უბეჭდოდ.

13:57 | 14.06.2013
joa (1081)

სერიის დაწყების წინაც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ , იმ თამაშში რომელსაც ვეიდი არ ჩააგდებს მაიამი მოიგებს ყველას, ა ბატონო ფაქტი
6 სტილი როგორი იყო ? )

13:57 | 14.06.2013
dato_miami (483)

დარჩენილ თამაშებშიც ასეთი აქტიური უნდა იყოს უეიდი და მაიამი ჩემპიონი გახდება! ბოლო 3 თAმაშია კრის ბოში ორმაგ დუბლს აკეთებს და დაცვაში მაგრად თამაშობს, ბევრს აფარებს! უეიდმა თუ ასე გააგრძელა "მვპ" რო გახდეს არ არის გამორიცხული! ამ ფინალურ სერიაში მაგრად ჩაგრავს ჯინობილის რომელიც საერთოდ ვერ თამაშობს
ფინალურ სერიაში!
უეიდი:18.8 ქულა––4.3 პასი––2.5 მოხსნა––2.8 ჩაჭრა––0.8 დაფარება!
ჯინობილი:7.5 ქულა––1.5 მოხსნა––3.0 პასი––0.8 ჩაჭრა!

13:50 | 14.06.2013
berodaviti (4285)

კარგით რა ვეიდი და ბოში, ლებრონმა კარიერაში მარტომ უამრავი თამაში მოიგო, როცა ვერ ითამაშა კარგად მაიამი პირწმინდად დაიჩაგრა გრანდებთან, ეგაა რეალობა...
რეკლამა რომაა მესისთან ერთად ლებრონი უნდა იყოს როგორც ამ სპორტის უძლიერესები და არა კობი...

13:51 | 14.06.2013
a.reversi (9540)

მასეა ნაღდად)
აბა იმ რეკლამის ავტორებმა შეცდომა დაუშვეს და შენგან შენიშვნას გაითვალისწინებენ)))

22:02 | 14.06.2013
berodaviti (4285)

ფეხბურთი - ლ.მესი, კალათბურთი - ლ.ჯეიმსი
ბრაიანტისა და ლეიკერსის ისტორია ხომ საერთოდ NO KOMENT

13:44 | 14.06.2013
tazo_kosta (704)

აუ სასტავი რაებს ჩმახავს.ვეიდმა და ბოშმაც კარგად ითამაშესო. დივეიზე ც რომ უადგილოა ვერ ხვდებით. ვეიდი იყო დღეს გლავნი.მარტომ მოიგო თამაში.გადამწყვეტ მომენტში დააგროვა თავისი ქულები.ჯეიმსმა ბოლო 7 ქულა როგორც დავითვალე მაშინ ჩაყარა უკვე მოგებული რომ იყო. ვეიდმა თუ ამ დონეზე განაგრძო MVP გახდება.

14:00 | 14.06.2013
festina (2659)

აი ვინ ამბობს ეგრე? ))))ყველა წერს რომ ვეიდმა ითამაშა უმაგრესადო და სად კითხულობ შენ ბრატ?

13:50 | 14.06.2013
a.reversi (9540)

არ გახდიან ძმა შეტენიან მეფეს როგორც ამ თამაშის მოგებას ტენიან ისე)

13:38 | 14.06.2013
geogoli (968)

iverieli1984
ამ ფინალურ სერიას თუ უყურებ ვერ იტყვი რო უძლიერესია, თუ უყურებ და მარტო სტატისტიკას არ ნახულობ თამაშის შემდეგ

14:20 | 14.06.2013
iverieli1984 (265)

შენ მთლიანად რეგულარულ სეზონს თუ უყურე ა?მარტო ფინალია ნბა?პლეიოფის სხვა თამაშები არაა ნბა?კარგით რა ხალხო რა ბარსელონას კომპლექსი გაქვთ !ეს მარტო საქართველოში თუ ხდებ რადგან ძლიერია და ეპოქალური მოვლენაა ამიტომ უნდა უჩხიკინოტ ?ცოტა დაჩრდილედ თქენი სიძულვილი ლებრონისადმი და აღიარეთ,რომ უნიკალური მოვლენააა საერთოდ ნბა-ს ისტორიაში!

13:22 | 14.06.2013
iverieli1984 (265)

ლებრონი შეუჩერბელია უახლოესი 4 წელი და ამას გინდათ თუ არა უნდა შეეგუოთ

13:50 | 14.06.2013
a.reversi (9540)

დღეს კავაი პახმელიაზე იყო და გაინავარდა ბიჭმა)))
მოვიდა ლეონარდი და სადაა მეფის საბლატაო)))))))))

13:41 | 14.06.2013
tazo_kosta (704)

ნუ ღადაობ რა ბრატ

14:15 | 14.06.2013
iverieli1984 (265)

არ ვღადაობ დზმაო ამას დაამტკიცებს და თუ ნბა-ს ტენდენციებს დააკვირდები ყოველთვის რომელიღაცა მოთამაშისა თუ ტრენერის ეპოქაა.იყო რასელის ეპოქა,კარიმის ეპოქა,ბერდის ეპოქა,ჯონსონის ეპოქა ,ჯორდანის ეპოქა,ბრაიანტის ეპოქა და დადგა მეფის ეპოქა!ეს გარდაუვალია და უბრალოდ თუ თვალს გაახელ არ გაგიჭირდება ამის დანახვა ობიექტურ ადამიანს!

13:22 | 14.06.2013
iverieli1984 (265)

ლებრონის მოძულენო: )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

13:08 | 14.06.2013
a.reversi (9540)

ისე 1-ლი სურათი რო გაქვთ დადებული ეგ ბურთი არ ჩათვლილა)))

13:07 | 14.06.2013
a.reversi (9540)

პარკერმა მეორე ტაიმში ქულა ვერ გააკეთა)) იმედია გამოფხიზლდება


ლებრონ ჯეიმსი:როდესაც უეიდი და ბოში მხარს ამიბამენ, ჩვენი დამარცხება თითქმის წარმოუდგენლად მეჩვენება
პირიქით ხო არ არის KING? ა???????
ისინი გიბამენ თუ შენ აუბი მხარი უეიდს????

მე მომეჩვენა თუ არა არ ვიცი მაგრამ დღეს უეიდმა მოიგო ასე არაა????

13:17 | 14.06.2013
geogoli (968)

უეიდმა მოიგო, და გეთანხმები რო მეფეს პირიქით უნდა ეთქვა))) ვაფშე ორმაგი დუბლი და ბოლო ქულები იმ დროს აკრიფა, როცა უკვე სან-ანტონიომ მეორე სასტავი შეუშვა მოედანზე. ნუ მაგარი როა ბაზარი არაა, მარა ამ შეხვედრაში უეიდი იყო მეფეც, პრინციც და ჯოკერიც.

13:06 | 14.06.2013
berodaviti (4285)

ლ.ჯეიმსი:
დღეს მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშე და როდესაც უეიდი და ბოში მხარს ამიბამენ, ჩვენი დამარცხება თითქმის წარმოუდგენლად მეჩვენება”...
ჩემი სათქმელიც ეგ იყო, საბოლოო გამარჯვებისთვის კი სახლის თამაშებიც ეყოფა, მაგრამ დაუნახავი და უვიცი კრიტიკოსების გასაჩუმებლად კიდევ ერთი ბრეიქია საჭირო მეფევ...

13:03 | 14.06.2013
a.reversi (9540)

უეიდმა მოგვიგო და არა ლებრონმა
და საერთოდაც თუ უეიდი ამ დონეზე ითამაშებს არამგონია შანსი გვქონდეს გუნდის ნამდვილი ლიდერი უეიდია და სწორედ მან იცის ყველაზე კარგად გუნდის გაძღოლა და აყოლიება

12:51 | 14.06.2013
geogoli (968)

ისე პოპოვიჩი რა მაგარი კაცია დიაო რა მაგარ დროს შემოიყვანა, სწორადაც უთქვამს თამაშის მერე, თუ ტრიო ესე ითამაშებს არც ერთ გუნდს შანსი არ ექნება. ბოშიც მაგრად იდგა დაცვაში

12:46 | 14.06.2013
geogoli (968)

რა ლებრონი ხალხო, თამაშს არ უყურებთ? უეიდი იყო ფანტასტიკური, ტიპს ყველაფერი გამოსდიოდა, აი ესეთი თამაშისთვის უყვარს ეს კაცი ხალხს და მაგიტომაც აკრიტიკებდნენ აქამდე. უეიდი თუ სულ ესე ითამაშებს სან-ანტონიოს შანსი არ ექნება. ლებრონზე გაცილებით სასარგებლო იყო უეიდი და მოიგო კიდეც თამაში

12:11 | 14.06.2013
gadishi (453)

მიდი ლებრონცა მიაწექი,

11:48 | 14.06.2013
festina (2659)

პროცესში მაიამი სუპერკამანდააა,მაგრამ სან ანტონიო ალბათ ბოლო გაბრძოლებას გაიბრძოლებს მაგრამ უშედეგოდ!!!თუ დუეინი და კრისი ესე ითამაშებს როგორც გუშინ და ლებრონი კი თავის კარიერის სტატისტიკას დადებს მაიამი ჩემპიონია!!!ეხლა სან ანტონიოსთვის შოკიდან გამოსვლა იქნება ძნელი და თუ მაიამიმ 3:2 გახადა თავის სასარგებლოდ ეს კაპიტულაცია იქნება ტეხასელების მხრიდან!!!

11:44 | 14.06.2013
Z U R A (18341)

გუნდური თამაშით მოიგო მაიამიმ მარტო ჯეიმსს არ უთამაშაი კარგად, უეიდმა და ბოშმაც მაგრად ითამაშეს...

11:49 | 14.06.2013
festina (2659)

ჯეიმსმა ითამაშა კარგათო მარტოვო სტატიაში წაიკითხე თუ აქ ვინმემ დაწერა?სან ანტონიო ისეთი გუნდი არაა ფინალებში ვინმემ მარტო რომ მოუგოს

11:42 | 14.06.2013
cesare (843)

4/4 ში რეებს აკეთებდნენ სპურსის სასტავიი :შ:შ . იმენა სროლით ვერ ისროდნენ და მოედნის ნახევარზე გადმოსვლისას კარგავდნენ. მოკლედ რაღაც უნა მოიფიქროს გრეგმა. აი დღEს მაიამის ნამდვილი ძალა გამოჩნდა როგორ დაქროდნენ ტრიო. ალენიც საკაიფოდ ისროდა ,მოკლედ ახლა ვეღAრ გაიგებ რა კაცი რა მოხდება, სხვაგვარი იქნებოდა სურათი თუ 3:1 გახდებოდა

11:37 | 14.06.2013
shotai-olimpi (2773)

შემდეგ ორივე თამაშს მოიგებს მაიამი!! დაიღალა სპურსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141127