ნბა-ში საქმეში დანარჩენი მეოთხედფინალისტები ჩაებნენ, თუმცა, დღეს დილით გამართულ შეხვედრებში ბრძოლა არ ყოფილა. ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “მაიამი ჰითმა” “ბრუკლინ ნეთსი” გაანადგურა, რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდმა “სან ანტონიო სპურზმა” კი “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი” დატოვა უშანსოდ.
ფლორიდელებმა საწყის რაუნდში “შარლოტ ბობქეთსი” 4:0 გაანადგურეს და ბრუკლინელთა ძლევა, რომლებიც კანადურ “
მაიამელთა ლიდერობა ამჯერადაც ლებრონ ჯეიმსმა ითავა, რომელმაც 36:21 წუთში თამაშიდან 15-დან 10 ტყორცნა გამოიყენა და 22 ქულა მოაგროვა. აღნიშნულის წყალობით, ლებრონი მაიკლ ჯორდანის და კობი ბრაიანტის შემდეგ, ლიგის მე-3 კალათბურთელი გახდა, რომელიც პლეი ოფში 4-ათასი ქულის, 900 მოხსნის და 900 პასის ზღვარს ასცდა. ახლა, ჯეიმსის მონაგარი 4013 ქულაა.
“პორტლენდთან” მატჩში საქმე პირველივე ტაიმში მოითავა “სან ანტონიომ”. ტეხასელებმა საწყისი ტაიმი 26 ქულით მოიგეს და შემდეგ სათადარიგო კალათბურთელებიც დატვირთეს. ამჯერადაც გაიბრწყინა “სპურზის” ფრანგმა გამთამაშებელმა ტონი პარკერმა, რომელმაც 35:50 წუთში 33 ქულა და 9 პასი მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.
თითქმის შეუცვლელად ითამაშა “ტრეილ ბლეიზერსის” ფორვარდმა ლამარკუს ოლდრიჯმა, რომლის მონაგარიც 32 ქულა და 14 მოხსნა იყო, თუმცა, გუნდს ვერაფრით უშველა.
მაიამი – ბრუკლინი 107:86 (22:20, 24:23, 33:23, 28:20)
მაიამი: ჯეიმსი (22 ქ.), ბოში (15 ქ. 11 მ.), უეიდი (14 ქ.), ჩალმერსი (12 ქ.), ბატიე (8 ქ.); ალენი (19 ქ.), ანდერსენი (7 ქ. 4 დ.), კოული (6 ქ.), ბიზლი (2 ქ.), ჰასლემი (2 ქ.), დუგლასი, ჯონსი, ლუისი.
ბრუკლინი: უილიამსი (17 ქ.), ჯონსონი (17 ქ.), ლივინგსტონი (9 ქ.), პირსი (8 ქ.), გარნეტი; ტორნტონი (11 ქ.), ანდერსონი (6 ქ.), კირილენკო (5 ქ.), ტელეტოვიჩი (5 ქ.), ბლატჩი (4 ქ.), გუტიერესი (2 ქ.), პლამლი (2 ქ.).
“მაიამი” იგებს სერიას 1:0
პორტლენდი: ოლდრიჯი (32 ქ. 14 მ.), ლილარდი (17 ქ.), ლოპესი (10 ქ. 11 მ.), მეტიუზი (8 ქ.),
“