ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოქმედი ჩემპიონი “მაიამი ჰითი” პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეი-ოფის საწყისი რაუნდი დასძლია. ფლორიდელებმა “შარლოტ ბობქეთსთან” მორიგი შეხვედრა სტუმრად 109:98 მოიგეს და სერიაში 4:0 იმარჯვეს.
მაიამელებს ტრადიციულად ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც 31 ქულა, 7 მოხსნა და 9 პასი მიითვალა და სამმაგ დუბლზე “გაიწია”. “ჩვენ სერიის ყველა მატჩში ვპროგრესირებდით და შედეგი სრულიად ლოგიკურია”, - განაცხადა “მეფე ლებრონმა”.
სულ უფრო იძაბება დაპირისპირება ტეხასურ დერბიში, სადაც “სან ანტონიო სპურსმა” სტუმრად დალას “მავერიქსს” უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო (93:89) და სერიაში ანგარიში გააყაიმა – 2:2.
შეხვედრაში სიტუაცია ყველაზე მეტად საფინალო სირენამდე 03:08 წუთით ადრე გამწვავდა, როდესაც დალასელთა ფორვარდმა დეჟუან ბლერმა სტუმართა ბრაზილიელ ლეგიონერ ტიაგო სპლიტერზე ფოლი აიღო, შემდეგ კი მას ფეხიც მიარტყა.
ცხადია, აღნიშნული მსაჯებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და ბლერი გააძევეს, სპლიტერს კი თამაშის შემდეგ ვერაფრით გაერკვია, მეტოქის გაშმაგება რით გამოიწვია. “მომენტს განმეორებით ვუყურე და გამოჩნდა, რომ მან ყველაფერი შეგნებულად გააკეთა. ბლერს ვიცნობ. კარგი ბიჭია და პრობლემა არასდროს გვქონია. არ ვიცი, ახლა რამ გაამწარა”.
“
შეხვედრის ბედი მე-2 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ჯორჯიელებმა 41:19 მოიგეს, თამაშის გმირი კი “ჰოუქსის” ფორვარდი მაიკ სკოტი გახდა, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში 5 სამქულიანი გამოიყენა.
“არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. უბრალოდ, მეტოქეები განსაკუთრებულ ყურადღებას შელვინ მაკს აქცევდნენ და მე რამდენიმე თავისუფალი ტყორცნის განხორციელების შანსი მომეცა. შემდეგ კი, როდესაც სროლა წამივიდა, უკვე ყველა პოზიციიდან ვუტევდი”, - აღნიშნა სკოტმა.
შარლოტი – მაიამი 98:109 (27:26, 27:26, 17:32, 27:25)
შარლოტი: უოკერი (29 ქ.), ჰენდერსონი (12 ქ.), მაკრობერტსი (10 ქ. 10 მ.), ბიიომბო (7 ქ. 8 მ.), კიდ-გილკრისტი (4 ქ.); ნილი (16 ქ.), დუგლას-რობერტსი (14 ქ.), ტოლივერი (3 ქ.), რიდნური (2 ქ.), ზელერი (1 ქ.).
მაიამი: ჯეიმსი (31 ქ. 7 მ. 9 პ.), ბოში (17 ქ. 8 მ.), უეიდი (15 ქ.), ჩალმერსი (10 ქ.), ჰასლემი; კოული (13 ქ.), ჯონსი (9 ქ.), ანდერსენი (7 ქ.), ლუისი (4 ქ.), ალენი (3 ქ.).
მაიამიმ მოიგო სერია 4:0
დალასი –
დალასი: ელისი (20 ქ.), ნოვიცკი (19 ქ. 7 მ.), კალდერონი (13 ქ.), მერიონი (4 ქ. 7 მ.), დალემბერტი (3 ქ. 15 მ.); ბლეირი (12 ქ. 11 მ.), კარტერი (8 ქ.), ჰარისი (4 ქ.), რაიტი (4 ქ.), კრაუდერი (2 ქ.).
სერიაში ანგარიშია 2:2