ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2 ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. მოლოდინისამებრ, წარმატებას ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “მაიამი ჰითმა” და “სან ანტონიო სპურზმა” მიაღწიეს, რომელთაც, შესაბამისად, “ბრუკლინ ნეთსს” და “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს” იდენტური ანგარიშით – 4:1 სძლიეს.
აღსანიშნავია, რომ “ჰითმა” აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ზედიზედ მეოთხედ, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში კი მეექვსედ გააღწია. ფლორიდელებს შანსი აქვთ მიჯრით მეოთხედ ლიგის ფინალშიც ითამაშონ, თუკი მე-3 რაუნდში “პეისერზის” და “ვაშინგტონის” წყვილში უმჯობესს აჯობებენ (ინდიანელები 3:2-ს იგებენ და 16 მაისს მოწინააღმდეგეს დედაქალაქში ესტუმრებიან). ცნობისთვის, ადრე ასეთი რამ მხოლოდ “ლეიკერსს” და “ბოსტონს” მოუხერხებიათ.
გასული შეხვედრის მთავარი გმირი ამჯერადაც ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც ბოლო წამებზე ჯო ჯონსონს სროლის საშუალება არ მისცა, არადა, ფლორიდელები წინ მხოლოდ 2 ქულით (96:94) იყვნენ. ისე კი, სტუმრებმა მარცხი ძირითადად საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. უკანასკნელ 04:48 წუთში “ნეთსმა” მხოლოდ 3 ქულა ჩააგდო, რაც მაიამელებმა ჩინებულად გამოიყენეს.
წარმატებული პერიოდი უდგას “
“პორტლენდთან” დაპირისპირების მე-5 მატჩში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახლდათ. მათ მეტოქე 104:82 გაანადგურეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ პლეი ოფში გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ტონი პარკერმა (საშუალოდ 21.0 ქულა), ამჯერად, თამაში უქულოდ დაასრულა.
საქმე ის გახლავთ, რომ მატჩის მე-2 მეოთხედში ფრანგმა გამთამაშებელმა მარცხენა მუხლის მყესები დაიზიანა და მოედანზე აღარ დაბრუნებულა, მისი ტრავმის სერიოზულობის შესახებ კი, ჯერჯერობით, კონკრეტული ცნობები არ ვრცელდება.
ისიც ვთქვათ, რომ პარკერმა, ტიმ დანკანმა და მანუ ჯინობილიმ ტრიოს რანგში პლეი ოფში 109-ე გამარჯვება იზეიმეს, რაც ლიგის ისტორიაში მე-2 მაჩვენებელია. ცნობისთვის, პირველ ადგილზე მყოფი კარიმ აბდულ-ჯაბარი, მეჯიკ ჯონსონი და მაიკლ კუპერი მდევრებს მხოლოდ 1 მოგებით უსწრებენ, ამდენად, მათი რეკორდი, წესით, მალე უნდა დაემხოს.
დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში “სან ანტონიოს” მეტოქე “
მაიამი – ბრუკლინი 96:94 (23:22, 19:27, 24:26, 30:19)
მაიამი: ჯეიმსი (29 ქ. 9 მ.), უეიდი (28 ქ.), ბოში (16 ქ.), ჩალმერსი (2 ქ. 7 მ. 7 პ.), ბატიე; ალენი (13 ქ.), ლუისი (5 ქ.), ჯონსი (3 ქ.), კოული, ანდერსენი.
ბრუკლინი: ჯონსონი (34 ქ. 7 მ.), პირსი (19 ქ.), უილიამსი (17 ქ.), ლივინგსტონი (8 ქ.), გარნეტი (2 ქ. 8 მ.); ტელეტოვიჩი (6 ქ.), კირილენკო (4 ქ.), ანდერსონი (2 ქ.), ტორნტონი (2 ქ.), ბლატჩი.
მაიამიმ მოიგო სერია 4:1
პორტლენდი: ოლდრიჯი (21 ქ. 10 მ.), ლილარდი (17 ქ. 10 პ.), მეტიუზი (14 ქ.), ლოპესი (12 ქ. 9 მ.),
სან ანტონიომ მოიგო სერია 4:1