ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2013-2014 წლების სეზონის კულმინაციად უკანასკნელი ტური იქცა, სადაც ჩემპიონის ბედი წყდებოდა. „კამპ ნოუზე“, „ბარსელონას“ მხოლოდ მოგება აკმაყოფილებდა, მადრიდის „ატლეტიკო“ კი, ფრეზეც ყაბულს იყო.
დიეგო სიმეონეს გუნდისთვის მატჩი ძალზე უიღბლოდ დაიწყო - დიეგო კოსტამ და არდა თურანმა ტრავმები მიიღეს, რის გამოც მოედნის იძულებით დატოვება მოუწიათ. ამან მადრიდელები ფსიქოლოგიურად ოდნავ გატეხა, „ბარსელონას“ კი, შეტევისაკენ უბიძგა. კატალონიელთა ერთ-ერთი ლამაზი კომბინაცია ალექსის სანჩესმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და მასპინძლები წინ გაიყვანა.
ხერარდო მარტინოს გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გავიდა და ისღა დარჩენოდა, მეორე ტაიმში ანგარიშის გაზრდაზე ეფიქრა. თავის მხრივ, გასახდელში უქმად არ ყოფილა მადრიდელთა დამრიგებელი დიეგო სიმეონე, რომელმაც გუნდს თვითრწმენა დაუბრუნა.
მეორე ნახევარში, სტუმრები გააქტიურდნენ და ანგარიშიც მალევე გაათანაბრეს - დიეგო გოდინის ზუსტმა თავურმა, როგორც შემდეგ გაირკვა, „ატლეტიკოს“ ჩემპიონობა მოუტანა. კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბმა ცვლილებები გააკეთა და შეტევა გააძლიერა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია.
ასე იყო თუ ისე, მატჩი ფრედ დასრულდა და ესპანეთის დამსახურებულ ჩემპიონადაც „ატლეტიკო“ გამოცხადდა. აქვე გეტყვით, რომ ამ მარცხის შემდეგ, „ბარსელონას“ თავკაცმა ხერარდო მარტინომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
პრიმერა დივიზიონის სეზონი გამარჯვებით დაასრულა მადრიდის „რეალმა“, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ესპანიოლი“ მიიღო. მადრიდულ-კატალონიური დაპირისპირების პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა.
64-ე წუთზე, მადრიდელთა შემტევი გარეტ ბეილი მეკარესთან თითქმის პირისპირ დარჩა და ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. მატჩის მიწურულს, ერთბაშად 3 გოლი გავიდა - „რეალის“ ახალგაზრდა ფორვარდმა ალვარო მორატამ დუბლი მიითვალა, კატალონიელებს კი, პიცის გოლი არაფრად გამოადგათ.
დღის ბოლოს, ვიგოს „სელტა“ „ვალენსიას“ ეწვია. წინა ტურში მადრიდის „რეალის“ დამარცხების შემდეგ, ვიგოელები კარგ ხასიათზე გახლდნენ და აანგარიშიც მატჩის დებიუტში გახსნეს - თავი ინიგო ლოპესმა ისახელა. ტაიმის მიწურულს, სოფიან ფეგულიმ ანგარიში გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გაიყვანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში, ვალენსიელთა არგენტინელმა ლეგიონერმა პაბლო პიატიმ აიღო „სელტას“ კარი და „ღამურებს“ 2:1 მოაგებინა.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 52000
რეალი - ესპანიოლი 3:1 (0:0)
რეალი: კასილიასი, რამოსი, მარსელო, კარვახალი (არბელოა 46), ვარანი, ხედირა (მოდრიჩი 63), ბეილი, დი მარია, ილიარამენდი, ისკო, ბენზემა (მორატა 67).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ (პიცი 69), სანჩესი (ფერნანდესი 66), გონსალესი (კორდობა 63), ლოპესი, გარსია, სტუანი.
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
გოლი: 1:0 ბეილი (64), 2:0 მორატა (86), 2:1 პიცი (90), 3:1 მორატა (3:1)
კარში დარტყმა: 17 (7) – 13 (2) ჯარიმა: 9 - 8 კუთხური: 8 - 7 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 1 – 4
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 97000
ბარსელონა - ატლეტიკო 1:1 (1:0)
ბარსელონა: პინტო, ალვესი, პიკე, მასკერანო, ადრიანო, ბუსკეტსი (სონგი 57), ინიესტა, ფაბრეგასი (ჩავი 77), სანჩესი, პედრო (ნეიმარი 62), მესი.
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
ატლეტიკო: კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი, გაბი, ტიაგუ, კოკე, თურანი (გარსია 23), ვილია, კოსტა (ადრიანი 16, სოსა 72).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლი: 1:0 სანჩესი (34), 1:1 გოდინი (49)
გაფრთხილება: პიკე (5), ბუსკეტსი (45), მესი (45), სონგი (73), მასკერანო (90) - გოდინი (36), ტიაგუ (37), ფილიპე ლუისი (69), გარსია (90)
კარში დარტყმა: 11 (4) – 12 (3) ჯარიმა: 11 - 14 კუთხური: 4 - 8 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 2 – 3
ვალენსია. „მესტალია“. 26000
ვალენსია - სელტა 2:1 (1:1)
ვალენსია: ალვესი, სენდეროსი, მატიე, პერეირა, ფეგული (არაუჟო 90), პარეხო, ბერნატი, მიჩელი, ჟონასი (ბარაგანი 84), ვარგასი (ალკასერი 66), პიატი.
მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი
სელტა: ალვარესი, ლოპესი (კოსტასი 76), ფონტასი, ორტენეჩე, ხონი, ოუბინია, ორელიანა, ლოპესი (კრონ-დელი 57), მადინდა, მინა (ბერმეხო 60), ნოლიტო.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლი: 0:1 ლოპესი (5), 1:1 ფეგული (41), 2:1 პიატი (55)
გაფრთხილება: ჟუან პერეირა (32) - ორტენეჩე (34), ლოპესი (55), ნოლიტო (80)
კარში დარტყმა: 14 (7) – 9 (4) ჯარიმა: 11 - 13 კუთხური: 9 - 2 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 3 – 5