ფეხბურთი

2:38 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მადონინას“ ბედი პალასიომ გადაწყვიტა

მიმდინარე სეზონში, საქმეები კარგად არც „მილანს“ მისდის და არც „ინტერს“. „მადონინა“ ზამთრის შესვენების წინ ხასიათის გამოკეთების ძალიან კარგი შანსი იყო, რომელიც „ინტერმა“ გამოიყენა.

სერია A-ს 2013 წლის ბოლო თამაშს „მილანი“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა, „ინტერს“ კი ბოლო 4 თამაშში არ მოეგო. მიუხედავად ამისა, „ნერაძური“ „როსონერის“ 9 ქულით უსწრებდა. კვირას გამართული დაპირისპირების შემდეგ, სხვაობა 12 ქულამდე გაიზარდა.

რიგით 211 „მადონინა“ სახიფათო მომენტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა, მაგრამ გუნდებმა, მოლოდინისამებდ, დაძაბული დაპირისპირება შემოგვთავაზეს. ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე გავიდა, როდესაც გუარინის გადაცემის შემდეგ, როდრიგო პალასიომ აბიატის კარში ბურთი ქუსლით გადაგზავნა. გოლი ლამაზი და ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. „ინტერმა“ წარუმატებელი სერია შეწყვიტა და მილანურ დერბიში 76-ე გამარჯვება იზეიმა. ცნობისთვის, „ნერაძურის“ ბოლო 5 „მადონინაში“ წაგება არ აქვს.

წინა 8 თამაშის მშრალად მოგების შემდეგ, „იუვენტუსმა“ გოლი კი გაუშვა, მაგრამ ტურინელებმა იოლი 3 ქულის აღება მაინც მოახერხეს.

უკვე 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის მქონე „ატალანტასთან“ გასვლით შეხვედრაში „იუვემ“ ანგარიში მე-6 წუთზე, საჯარიმოს წინა ხაზიდან ტევესის დარტყმის შემდეგ გახსნა. ათიოდ წუთში, მარჯვენა ფლანგზე ბონავენტურას გარღვევის შემდეგ, მორალესმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. მე-2 ტაიმის დაწყებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც პოგბამ ლიორენტეს გადაცემა გამოიყენა და სტუმრები კვლავ წინ გავიდნენ. 75-ე წუთზე, ლიორენტემ, კიელინის პასით, თავადაც გაიტანა, ხოლო 4 წუთში, ლიხტშტაინერის ჩაწოდებას ვიდალი გამოეხმაურა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

„კატანია“ ბოლო 6 თამაშში პირველად დაამარცხა „რომამ“, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში კვლავ წაუგებელია. რუდი გარსია შეგირდებმა მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს მე-3 ადგილზე მყოფ „ნაპოლისთან“ სხვაობა გაზარდეს.

თანაქალაქელებისგან განსხვავებული შედეგების ჩვენებას განაგრძობს „ლაციო“, რომელმაც ბოლო 4 მატჩიდან მე-3 წააგო. 21-ე საუკუნეში „ვერონასა“ და „ლაციოს“ შორის გამართული ყველა დაპირისპირება მასპინძელმა გუნდმა მოიგო და ყველა მათგანი უხვგოლიანი გამოდგა. გამონაკლისი არც 2013 წლის ბოლო ტურის თამაში ყოფილა. ვერონელების 4 ბურთს დედაქალაქელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს.

ბოლო 2 გასვლითი თამაშის წაგების შემდეგ, რეჯო ემილიაში 3 ქულა აიღო „ფიორენტინამ“, რომელმაც „სასუოლოს“ ზედიზედ მე-3 მარცხი აგემა და ეს გუნდი გასავარდნ ზონაში დააბრუნა.

 

ბოლონია-ჯენოა 1:0 (0:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა

ბოლონია (3-4-1-2): კურჩი, გარიკსი, ნატალი, მანტოვანი, კონე, კრინი, პერესი, მორლეო, დიამანტი, მოსკარდელი (კრესპო 85), კრისტალდო (აკვაფრესკა 77).

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

ჯენოა (3-4-1-2): პერინი, ანტონინი, გამბერინი, მანფრედინი, ვრსალჟკო (ფეტფაციდისი 64), ბიონდინი, ბერტოლაჩი (კოფიე 56), ანტონელი, მათუსალემი, კონატე, ჯილარდინო (კალაიო 77).

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

გოლი: 1:0 დიამანტი (57).

გაფრთხილებები: კურჩი 63, გარიკსი 75, აკვაფრესკა 77, დიამანტი 86, კრინი 89 - გამბერინი 36.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 19 (3)-5 (1), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 3-4, სეივი: 1-2, ჯარიმა: 23-21.

 

ატალანტა-იუვენტუსი 1:4 (1:1)

ტურინი, “ატლეტი აძური” 14000

ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, რაიმონდი (კონე 87), სტენდარდო, მილიაჩო, დელ გროსო (კაცოლა 68), ბონავენტურა (ლივაია 68), ჩიგარინი, კარმონა, ბრივიო, მორალესი, დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პოგბა (პელუზო 83), ლიხტშტაინერი, ვიდალი (პადოინი 81), მარკიზიო, ასამოა, ლიორენტე, ტევესი (კვალიარელა 81).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: 0:1 ტევესი (6), 1:1 მორალესი (15), 1:2 პოგბა (46), 1:3 ლიორენტე (75), 1:4 ვიდალი (79).

გაფრთხილებები: მილიაჩო 71 - პოგბა 26, ბარძალი 64.

მსაჯი: დომენიკო ჩელი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 7 (3)-16 (4), კუთხური: 1-4, თამაშგარე: 0-0, სეივი: 0-2, ჯარიმა: 13-16.

 

ვერონა-ლაციო 4:1 (2:1)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი

ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე, მორასი, მაიეტა, აგოსტინი, რომულო, ჟორჟინიო (ლანერი 88), ჰალფრედსონი (დონატი 75), იტურბე (დონადელი 69), ტონი, ტალებ გომესი

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

ლაციო (4-1-4-1): მარკეტი, კონკო, კანა, დიასი, ლულიჩი, ლედესმა, კანდრევა (ვარგასი 76), ონაზი, ბილია (კეიტა 62), ედერსონი (ფლოკარი 70), კლოზე

მწვრთნელი: ვლადიმიტ პეტკოვიჩი

გოლები: 1:0 ტონი (5), 1:1 ბილია (27), 2:1 იტურბე (44), 3:1 რომულო (63), 4:1 ტონი (78)

გაფრთხილებები: მაიეტა 41 - ლედესმა 4, კანა 71

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 13 (7)-18 (9), კუთხური: 1-10, თამაშგარე: 1-2, სეივი: 8-3, ჯარიმა: 7-12.

 

რომა-კატანია 4:0 (1:0)

რომი, “ოლიმპიკო” 41000

რომა (4-2-3-1): დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო, პიანიჩი (ფლორენცი 81), ბრედლი, ჟერვინიო, ტოტი (რიკი 87), ლიაიჩი, დესტრო (ტადეი 59).

მწვრთნელი: რუდი გარსია.

კატანია (4-3-3): ფრიზონი, პერუცი (ბირაგი 46), როლინი, ლეგროტალიე, ალვარესი, ისკო, გუარენტე, პლაზილი, ბარიენტოსი, ლეტო (მონსონი 67), კასტრო (ბერგესიო 60).

მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.

გოლები: 1:0 ბენატია (18), 2:0 დესტრო (55), 3:0 ბენატია (59), 4:0 ჟერვინიო (80).

გაფრთხილებები: ბრედლი 42 - პერუცი 32, კასტრო 51, ბარიენტოსი 74, ბირაგი 77.

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი.

ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 21 (10)-10 (1), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-6, ჯარიმა: 10-16.

 

სამპდორია-პარმა 1:1 (1:0)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 23000

სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო, რეჯინი, ობიანგი, პალომბო, კრსტიჩიჩი, სანსონე (ვსზოლეკი 63), სორიანო (პოცი 79), ედერი (ბიარნასონი 90+4).

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.

პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, ლუკარელი, ფელიპე, გობი, აკვა, მარკიონი, პაროლო, ბიაბიანი (პალადინო 56), ამაური, სანსონე.

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

გოლები: 1:0 ედერი (44), 1:1 ლუკარელი (64).

გაფრთხილებები: პალომბო 14, მუსტაფი 58 - გობი 20, პაროლო 22, სანსონე 44, კასანი 48.

მსაჯი: მარკო დი ბელო.

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 8 (3)-15 (5), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-2, ჯარიმა: 16-17.

 

სასუოლო-ფიორენტინა 0:1 (0:0)

რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე” 12000

სასუოლო (3-4-3): პეგოლო, მარცორატი, ბიანკო, ანტეი, გაცოლა, ჩიბსა, მარონე (კურტიჩი 46), ლონგი, ბერარდი (ლარიბი 81), ძაძა, ციგლერი (ფლორო 85).

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, ტომოვიჩი, სავიჩი, კომპერი, პასკუალი, ამბროზინი, აკვილანი, ვალერო (ფერნანდესი 77), ილიჩიჩი (ვოლსკი 89), როსი, ვარგასი (პისარო 65).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

გოლი: 0:1 როსი (82).

გაფრთხილებები: გაცოლა 14, მარონე 18, ლონგი 37, პეგოლო 62, კურტიჩი 75 - ტომოვიჩი 45+1, პასკუალი 66, კომპერი 74.

მსაჯი: მარკო გუიდა.

ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 9 (3)-10 (5), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 4-3, ჯარიმა: 17-10.

 

ტორინო-კიევო 4:1 (1:1)

ტურინი, “ოლიმპიკო

ტორინო (3-1-4-2): პადელი, მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი (როდრიგესი 79), დარმიანი, ბრიგი, ვივესი, ბაშა, პასკუალე, ჩერჩი, იმობილე (მეჯორინი 90+1).

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

კიევო (3-1-4-2): პუჯონი, დაინელი, პაპი, ფრეი, სარდო (ლაზარევიჩი 69), ბენტივოლიო, რიგონი (სესტუ 77), ჰეტემაი, დრამე, ტერო, პალოსკი (არდემანი 84).

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

გოლები: 0:1 ტერო (9), 1:1 იმობილე (45+2), 2:1 იმობილე (65), 3:1 ვივესი (80), 4:1 ჩერჩი (90+3).

გაფრთხილებები: ბრიგი 32, ვივესი 50 - პალოსკი 25, ჰეტემაი 81.

მსაჯი: ანდრეა დე მარკო.

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 12 (6)-9 (3), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-2, ჯარიმა: 11-11.

 

ინტერი-მილანი 1:0 (0:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა

ინტერი (3-1-4-2): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, როლანდო, ჟუანი, ჟონათანი, ძანეტი (კუზმანოვიჩი 68), კამბიასო (იკარდი 82), ტაიდერი (კოვაჩიჩი 57), ნაგატომო, გუარინი, პალასიო.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

მილანი (4-3-2-1): აბიატი, დე შილიო, საპატა, ბონერა, კონსტანტი (ემანუელსონი 46), პოლი (პაცინი 87), დე იონგი, მუნტარი, კაკა, საპონარა (მატრი 76), ბალოტელი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლი: 1:0 პალასიო (86).

გაფრთხილებები: გუარინი 59, ჟუანი 67, როლანდო 71 - დე შილიო 26, კონსტანტი 45+2, დე იონგი 62, ბალოტელი 87.

გაძევება: მუნტარი 90+3.

მსაჯი: პაოლო მაცოლენი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 15 (7)-18 (5), კუთხური: 5-7, თამაშგარე: 1-2, სეივი: 5-6, ჯარიმა: 12-15.

0.224399