ფეხბურთი

18:00 | 29.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაცარის ორწლიანი გეგმა დაუსახეს

 

მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის კონტრაქტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც Tuttosport-ი იტყობინება, კლუბის მალაიზიელი მფლობელი იტალიელ სპეციალისტს შეხვდა და უახლოესი ორი სეზონის გეგმაზე მოელაპარაკა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება 2016 წლამდე გახანგრძლივდება იმ შემთხვევაში, თუკი “ინტერი” მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში ევროპის ლიგაზე გამსვლელ ადგილს დაიკავებს. მომავალ სეზონში მაცარის სხვა ამოცანის გადაჭრა მოუწევს – გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოაპოვებინოს. თუ ამას მოახერხებს, კონტრაქტი კიდევ გადაიხედება.

ამაჟამად “ინტერი” სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 48 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და დიდი შანსი აქვს სეზონი ევროსაგზურის მომტან ზონაში დაასრულოს.

0.113214