ფეხბურთი

22:29 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაცარი: “დერბი მხოლოდ 3 ქულაა, მაგრამ...”

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი, თავისი სადებიუტო “მადონინას” წინ აცხადებს, რომ ის უშუალოდ თამაშის დროს გაიგებს, თუ რას ნიშნავს მილანური დერბი.

“მილანური დერბი, რა თქმა უნდა, დიდ აღტაცებას იწვევს, მაგრამ როგორც მწვრთნელი, ვცდილობ, სანამ მოედანზე არ შევაბიჯებ, ამაზე არ ვიფიქრო. სწორედ ამ დროს გავიგებ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში მინალური დერბი.

თუ საკითხს რაციონალურად მივუდგებით, მაშინ დერბი მხოლოდ 3 ქულაა, მაგრამ ჩვენ სხვაობას მაინც ვხედავთ. ასეთმა თამაშმა შეიძლება დამაჯერებლობა შეგმატოს, ან პირიქით – ფსიქოლოგიური პრობლემები შეგიქმნას.” – აცხადებს მაცარი კვირას გასამართი დაპირისპირების წინ.

0.143739