ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა ლუკას მოურამ განაცხადა, რომ მის გუნდს კატალონიის “ბარსელონას” დამარცხება და უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზურის მოპოვება ძალუძს.
“ბარსელონაში” ბევრი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ნაკლი ყველა გუნდს აქვს. იდეალური კოლექტივი არ არსებობს. ეჭვი არ მეპარება, რომ კარლო ანჩელოტი კატალონიელებთან მატჩისთვის სათანადოდ მოგვამზადებს. რონალდინიო? მან თავისი კვალი პსჟ-შიც დატოვა და “ბარსელონაშიც”. ეს ფეხბურთელი ყველასთვის სამაგალითოა. ასეთ კარიერაზე მხოლოდ ოცნება შემიძლია. მე ჩემს გზას ახლა ვიწყებ”, - განაცხადა მოურამ El Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ პარიზულ-ბარსელონური დაპირისპირება სამშაბათს შედგება.