23 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი ლუკ დე იონგი პსვ-ში გადავიდა. ეინდჰოვენელებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.
ლუკ დე იონგი, 2009-2012 წლებში, “ტვენტეში” ბრწყინავდა, ხოლო 2012 წელს, ის “გლადბახში” გადავიდა. ახალგაზრდა ჰოლანდიელმა ვერც გერმანიაში გაამართლა და ვერც “ნიუკასლში”, სადაც მან გასული სეზონის მე-2 ნახევარი გაატარა. საბოლოოდ, დე იონგი ჰოლანდიაში დაბრუნდა. მან პსვ-სთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.