ლისაბონის “ბენფიკას” მცველი ლუიზაო ჯგუფური ეტაპის დაძლევაში დარწმუნებულია. პორტუგალიური პრესის ცნობით, ოპტიმისტური განცხადება ფეხბურთელმა გუშინ გააკეთა, “ანდერლეხტის” სტუმრად ძლევის (3:2) შემდეგ.
“ჯგუფურ ეტაპზე ძალიან კარგი თამაშები ჩავატარეთ. მართალია “ოლიმპიაკოსთან” დაპირისპირებისას არ გაგვიმართლა და სატურნირო მდგომარეობა გავიუარესეთ, მაგრამ საგანგაშო არაფერია, მერვედფინალში აუცილებლად უნდა ვითამაშოთ” – განაცხადა ლუიზაომ.