“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი პრიმერა დივიზიონში პირველი ქულების დაკარგვას კანონზომიერ მოვლენას უწოდებს. კატალონიელები მე-5 ტურში “მალაგასთან” უგოლო ფრეს დასჯერდნენ. სპეციალისტის განცხადების თანახმად, ფეხბურთელებმა საკმაოდ სუსტად ითამაშეს, რაც მნიშვნელოვანწილად მეტოქის დამსახურებაა.
“ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, მაგრამ მთავარია, რომ სწორი გზით მივდივართ. “მალაგასთან” შეხვედრამ პრობლემები უკეთ დაგვანახა და ახლა მათ გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ. თვითკრიტიკას კი გასახდელში დავტოვებთ. მესი? მას მცველები მაქსიმალურად მჭიდროდ ეთამაშნენ და თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მისცეს” – უთხრა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებს.
ვასილ მშვილდაძე