“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე “ფიორენტინას” მარჯვენაფლანგელზე, ხუან კუადრადოზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ კოლუმბიელის შეძენას არ გამორიცხავს.
“კუადრადოს საკითხის განხილვას არ ვაპირებ, რადგან ის ჩემი გუნდის ფეხბურთელი არა. ამასთანავე, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთვის, სატრანსფერო ფანჯარა არ დახურულა.
ხდება ხოლმე, როდესაც კონკრეტული ფეხბურთელის შეძენა გვინდა და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ სხვა კლუბს მისი გაყიდვა არ სურს.” – აცხადებს ლუის ენრიკე.