დღეს, ლუის ენრიკემ კატალონიის "ბარსელონასთან" ორწლიან კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერა ხელი. პრესკონფერენციაზე "სელტას" ყოფილმა დამრიგებელმა გულშემატკივრებს შეტყობინება გაუგზავნა.
"ეს არის განსაკუთრებული დღე. ჩვენ ახალი გუნდის მშენებლობას ვიწყებთ. ჩემი გუნდი შემტევ, სანახაობრივ და ეფექტურ ფეხბურთს აჩვენებს. აგრეთვე ჩვენ გვჭირდება კარგი დაცვაც. "ბარსელონაში" მძიმე სამუშაო მელოდება, მინდა ჩემი ფეხბურთელები ბრძოლისუნარიანები იყვნენ და ამას მათში ყოველდღე ვხედავდე."
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე 2008-2011 წლებში "ბარსა ბ"-ს წვრთნიდა, რის შემდეგადაც ესპანელი "რომასა" და "სელტაში" მუშაობდა.
გიორგი ბალახაძე