ფეხბურთი

14:03 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: “ალვეშს არსად ვუშვებთ”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უარყო ესპანური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში მის გეგმებში არ ჯდება და კლუბის დატოვება მოუწევს.

“ალვეში კარგი ფეხბურთელია, რომლის შესაძლებლობებსაც მშვენივრად ვიცნობ და უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს. პირიქით, საამაყოა, რომ ეს ფეხბურთელი “ბარსელონას” წევრია. იგი გუნდისთვის საჭირო მოთამაშეა” – განაცხადა ლუის ენრიკემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112497