სხვა

22:40 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუდის ფესტივალი “ვარდების მოედანზე”

თბილისის “ვარდების მოედანი” 2014 წლის ლუდის ფესტივალს მასპინძლობს. კომპანია “ნატახტარის” მიერ ორგანიზებული ტრადიციული ფესტივალი საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. 12 ივლისს, ღონისძიებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, ყველაზე გრძელი ბარი გაიხსნა. ლუდის შეძენა კი მხოლოდ სპეციალური მონეტებით ხდება, რომლებიც ადგილზე იყიდება.

ორგანიზატორთა ინიციატივით, ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის მონაწილეთათვის ბევრი სახალისო კონკურსი გაიმართება, ლუდის სმასა და სხვადასხვა თამაშში. პარალელურად კი, სტუმრებისთვის სასიამოვნო განწყობის შექმნაზე მომღერლები იზრუნებენ. ლუდის მოყვარულებს მიმდინარე ფესტივალზე შეუძლიათ დააგემოვნონ: “ნატახტარი”, “კოზელი”, “მთიელი”, “ეფესი”, “ჰერენჰოიზერი” და “კაიზერი”.

დღეს ფესტივალის გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მომღერლების გარდა “შავფაროსნებმაც” მიიღეს. 21 საათზე კი “თბილისის ლუდის ფესტივალის” ჰიმნის პრეზენტაცია შედგა.

ხვალ “ვარდების მოედნის” ლუდის ბარი დილიდან იმუშავებს. საკონცერტო პროგრამა კი 18 საათიდან დაიწყება და ჯგუფი “ფრანისა” და რობი კუხიანიძის კონცერტით დაგვირგვინდება. 23 საათიდან კი ფესტივალის სტუმრები დიდ ეკრანზე შეძლებენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ცქერას.

თბილისური უქმეების შემდეგ, ლუდის ფესტივალი საქართველოს რამდენიმე ქალაქს მოივლის.

0.46968