დონეცკის “შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევი გავარდნა კონცენტრაციის დაკარგვასა და უკრაინის ჩემპიონატის დაბალ დონეს დააბრალა: “უკრაინის ჩემპიონატი ადრინდელზე უკეთესია, მაგრამ ძლიერ დასავლეთევროპულ პირველობებთან ახლოსაც ვერ მივა, - განაცხადა რუმინელმა სპეციალისტმა, - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თუ პლეი ოფში არცერთ მოწინააღმდეგეს ჩვენთვის თამაშით არ უჯობნია. მაგალითად, “დორტმუნდთან” იმდენივე საგოლე მომენტი შევქმენით, რამდენიც გერმანელებმა, მაგრამ მათ ნაკლები შეცდომა დაუშვეს, რადგან მსგავსი დონის მატჩებს ბუნდესლიგაში ყოველ რამდენიმე დღეში თამაშობენ, ჩვენთან კი ყველაფერი სხვაგვარადაა. საჭიროა, მეტი გამოცდილება მივიღოთ და მენტალიტეტი დავხვეწოთ. თამაშით ევროპის საუკეთესო გუნდებს გავუთანაბრდით, მაგრამ გამოცდილებით ვერა, რადგან ჩემპიონატი არ გვაქვს სათანადო დონის. არადა, სხვა შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც შევძლებდით”.