ფეხბურთი

16:11 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუ შესაძლოა, “მარსელში” წავიდეს

 

უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო, დონეცკის “შახტარის” რუმინელი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ შესაძლოა, სამუშაოდ სხვა ქვეყანაში გადაბარგდეს. “მარსელის” ყოფილი მცველის, ერიკ დი მეკოს თქმით, კლუბის მფლობელი ვენსან ლაბრიუნომი აქტიურად ეძებს სპეციალისტს, რომელიც ზაფხულიდან შეუდგებოდა მუშაობას. საუბარია ანდრე ვილაშ-ბოაშზე, თუმცა ლუჩესკუს გვარსაც ახსენებენ: “ლაბრიუნომმა მითხრა, რომ ფრანგულის მცოდნე გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება. შემდეგ ლუჩესკუც ახსენა. ლუჩესკუ ძლიერი და გამოცდილი სპეციალისტია. ის “შახტარის” ერთგულია, თუმცა უკრაინაში მომხდარმა ამბებმა შესაძლოა, სამუშაო ადგილი შეაცვლევინოს.” – უთხრა დი მეკომ ჟურნალისტებს.

0.117567