ფეხბურთი

15:45 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუ: “მხითარიანი დიდ შეცდომას უშვებს”

დონეცკის “შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ, გენრიხ მხითარიანის გარშემო არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა (შეგახსენებთ, რომ მხითარიანი თვითნებურად წავიდა გუნდიდან და ახლა სომხეთში იმყოფება).

“მეც მხოლოდ ის ვიცი, რაც თქვენ. ვფიქრობ, მხითარიანი დიდ შეცდომას უშვებს. “შახტარი” ძლიერი კლუბია, რომელსაც 50 ათასი გულშემატკივარი ყოველთვის მხარს უჭერს. ეს არის გუნდი, რომელიც ყოველ წელს ჩემპიონობისთვის იბრძვის, თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში. მას მთელი გუნდი ეხმარებოდა, რათა ბევრი გოლი გაეტანა და ეს, უნდა დააფასოს, - ამბობს ლუჩესკუ, - მინდა, რომ კარგად დაფიქრდეს, დრო ჯერ კიდევ არის. არ მინდა ისევ იმ დონეზე დაეშვას, როგორზეც ჩვენთან მოსვლამდე იყო. მოვუწოდებ, დაბრუნდეს “შახტარში”, ეს მისი გუნდია”.

“შახტარის” 24 წლის ნახევარმცველის, გენრიხ მხითარიანის შესახებ, ბოლო დღეებში ბევრს საუბრობენ. ჩანს, ის “შახტარში” აღარ დაბრუნდება და დღე-დღეზე “ლივერპულთან” გააფორმებს კონტრაქტს.

 

თეგებილუჩესკუ
0.119391