დონეცკის “შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული მძიმე პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, გუნდის დატოვებას არ აპირებს: “მორიგი ტური გაიმართა და ამან ცოტა დაგვამშვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთს შეუძლია ადამიანები დააახლოვოს და პრობლემები მოაგვაროს. ბოლო დროს ბევრს ჭორაობენ ჩემს შესაძლო წასვლის შესახებ, მაგრამ მშიშარას ვგავარ? ასეთ რთულ ვითარებაში “შახტარს” არ დავტოვებ და კონტრაქტის ბოლომდე დავრჩები,”- უთხრა ლუჩესკუმ dolce sport-ს.