ფეხბურთი

10:07 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუ: "მსაჯების წინააღმდეგაც ვთამაშობდით"

დონეცკის "შახტარის" რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ უკმაყოფილო დარჩა "ლევერკუზენთან" მატჩში მსაჯობით. როგორც იცით, უკრაინულმა კლუბმა "ბაიარენაზე" 0:4 წააგო. ლუჩესკუმ პრეტენზია ორ გაშვებულ გოლზე გამოთქვა და საფუძვლიანადაც:

"საკმაოდ დამაჯერებლად ვთამაშობდით და როცა ერთი ბურთით ვაგებდით, მსაჯმა პენალტი მოიგონა. რაც შეეხება მესამე გოლს, იქ როლფესმა ხელით ითამაშა კონტრშეტევისას. ამასთან, თამაშგარე იყო. ამ ყველაფერმა გუნდი ფსიქოლოგიურად გაანადგურა. უკვე ძნელი იყო თამაშის ნორმალურად ჩამთავრება. მსაჯმა ეს მატჩი გააფუჭა. დონატის წითელი ბარათი ეკუთვნოდა, მან ხუთჯერ იუხეშა ჩვენი ფეხბურთელების წინააღმდეგ. სხვათა შორის, არც წინა ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ყოფილა კარგი მსაჯობა. მათ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ აღმოსავლეთ ევროპის კლუბების მიმართ. მხოლოდ ერთ მხარეს მსაჯობა არ შეიძლება".

შეხვედრას ფრანგი შტეფან ლანუა მსაჯობდა. პენალტის ეპიზოდს რაც შეეხება: დარიო სრნასა და შტეფან კისლინგს შორის იყო ორთაბრძოლა. "შახტარის" ხორვატი მცველი გამწარებული გახლდათ:

"ასეთი მომენტისას პენალტი არ ინიშნება". 

"ლევერკუზენის" ფინელმა მწვრთნელმა სამი ჰიიპიამაც აღნიშნა, რომ მსაჯის ზოგიერთი გადაწყვეტილება მის გუნდს სასიკეთოდ წაადგა, თუმცა დაამატა, რომ ეს "ლევერკუზენის" მშვენიერ თამაშს არ აკნინებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118513