ფეხბურთი

16:20 | 7.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოვრენს "საუთჰემპტონის" დატოვება სურს

 

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველ დეიან ლოვრენს "საუთჰემპტონის" დატოვება სურს. "ლივერპულმა" საუთჰემპტონელთა ფეხბურთელები _ ადამ ლალანა და რიკი ლამბერტი უკვე დაიმატა და ახლა ჯერი ლოვრენზეა.

"მერსესაიდელებმა ჩემს სანაცვლოდ კლუბს 20 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, ხოლო "საუთჰემპტონმა" ჩემში 9 მილიონი გადაიხადა და შანსი აქვთ ორჯერ მეტი თანხა ამოიღონ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენში ამხელა თანხას იხდიან. კლუბმა მითხრა, რომ არ ვიყიდები, თუმცა ჩემი აგენტი ფრენკლი უკვე ლივერპულშია. "წითლებმა" "საუთჰემპტონს შეთავაზება გაუკეთეს და ეს მე არ გამაგებინეს. ინფორმაცია იმ ხალხისგან გავიგე, რომლებიც იმედგაცრუებას გამოხატავდნენ აღნიშნული ტრანსფერის ჩაშლით და მივხვდი, რომ კლუბში დარჩენა აღარ ღირს." _ განაცხადა ლოვრენმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატმა მცველმა გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანაც მოახერხა.

გიორგი ბალახაძე

0.116603