ფეხბურთი

21:25 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოვრენი სამი-ოთხი კვირა დაისვენებს

“საუთჰემპტონისა” და ხორვატიის ნაკრების 24 წლის ცენტრალური მცველი დეიან ლოვრენი უახლოეს თამაშებს გამოტოვებს. ხორვატიის საფეხბურთო კავშირის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელს პრემიერლიგის 22-ე ტურში, “სანდერლენდის” წინააღმდეგ მატჩში მიღებული ტრავმის გამო დაახლოებით სამი-ოთხი კვირა მოუწევს უქმობა.

დეიან ლოვრენი “საუთჰემპტონში” შარშან ზაფხულში “ლიონიდან” გადავიდა და მას შემდეგ 20 თამაში ჩაატარა, რომლებშიც თავი თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

0.112135