“მილანის” მეკარე, დიეგო ლოპესი ორი კვირის მანძილზე ვერ შეძლებს თამაშს.
ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც მან გუშინ, “პარმასთან” მოგებულ (5:4) შეხვედრაში, მეოთხე გაშვებული გოლის მომენტში მიიღო – დე შილიომ ლოპესს უკან დაუბრუნა ბურთი, რომლის დამორჩილება ესპანელმა ვერ მოახერხა და ამის მცდელობისას დაშავდა კიდეც.
გამოცდილი მეკარე “იუვენტუსთან”, “ემპოლისთან” და “ჩეზენასთან” შეხვედრებს გამოტოვებს.
ირაკლი ალიმბარაშვილი