ფეხბურთი

12:40 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოპესი მილანშია

მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილი მეკარე დიეგო ლოპესი უკვე მილანშია და დღეს, ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. იტალიაში ჩაფრენისთანავე, ესპანელმა კარის დარაჯმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ვიმედოვნებ, სამედიცინო შემოწმებას წარმატებით გავივლი. კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი. აქ ვარ იმისთვის, რომ წარმატება მოვუტანო იმ კლუბს, რომელიც საუკეთესოა იტალიაში და მსოფლიოში. ვიმედოვნებ, ძირითადში ადგილს დავიმკვიდრებ და ბევრ თამაშსაც ჩავატარებ” - განაცხადა ლოპესმა და იქვე დაამატა – “დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მადრიდის "რეალს". ამ კლუბში გატარებული პერიოდი, ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო".

გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ესპანელი გოლკიპერი, ევროპის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება წელიწადში 2.5 მილიონი ევრო იქნება.

გიორგი ბალახაძე

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11299