ფეხბურთი

17:04 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლოგუას დუბლი ესტონეთში

 

ესტონეთის საფეხბურთო მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) მე-18 ტურში, ტალინის “ფლორას” თავდამსხმელმა ირაკლი ლოგუამ დუბლი შეასრულა.

“ფლორამ” თანაქალაქელ “კალევს” 4:2 მოუგო და ლოგუამ მეტოქის კარი ჯერ 34-ე წუთზე აიღო, შემდეგ – 46-ეზე. ის 72-ე წუთზე შეცვალეს. 21 წლის ლოგუა მოსკოვშია დაბადებულ-გაზრდილი. ახალგაზრდა ფორვარდს მოსკოვის “დინამოს” დუბლშემადგენლობაში, რუსეთის პირველი დივიზიონის ვორონეჟის “ფაკელსა” და ნოვოსიბირსკის “სიბირში” უთამაშია. 2013 წლის მარტში ლოგუა “ფლორაში” გაანათხოვრეს, სადაც 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

განვლილ მატჩში “ფლორაში” გიორგი მიქაძემ შეუცვლელად ითამაშა. 24 წლის ქართველ ნახევარმცველს, რომელიც ბელგიის მოქალაქეა, კონტრაქტი “ვიტესთან” აკავშირებს და ტალინურ კლუბში განათხოვრებულია.


0.121309