ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ვეტერანი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი სარეკლამო რგოლში მონაწილეობის მისაღებად ჩინეთში გაფრინდა, რამაც მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მცველი ბიქსენტ ლიზარაზუ ერთობ გააკვირვა.
“ძალიან საკვირველია, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ბექჰემი ჩინეთს ეწვია. ვფიქრობ, პსჟ-ს გარდა, არცერთი კლუბი არ მისცემდა თავის ფეხბურთელს ასე მოქცევის უფლებას. ეს არაპროფესიონალიზმია და მეტი არაფერი. ვინაა ბექჰემი? ფეხბურთელი თუ სარეკლაო ბრენდი? თუკი მეორე პასუხია სწორი, მაშინ პსჟ-ს კარგი სვლა გაუკეთებია. ნებისმიერ შემთხვევაში, ბექჰემის ფეხბურთელად მოხსენიება არ ღირს”, - განუცხადა ლიზარაზუმ TF1-ს.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს, პსჟ “ბარსელონას” დაუპირისპირდება.