“ლივერპულის” ესპანელმა მარცხენა მცველმა, ხოსე ენრიკემ, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ვარჯიში დაიწყო.
28 წლის ფეხბურთელმა მუხლზე ოპერაცია გასული წლის ნოემბერში გაიკეთა. ივარაუდებოდა, რომ ის მოედანზე 10 კვირაში დაბრუნდებოდა, მაგრამ ენრიკეს მკურნალობას გაცილებით მეტი დრო დასჭირდა.
თავად ფეხბურთელის თქმით, ის დაბრუნებასთან ახლოსაა. გავრცელებული ინფორმაციით, ხოსე ენრიკე პრემიერლიგის სტარტს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.