ფეხბურთი

13:25 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულს” ტრავმები მიეძალა

ინგლისის “ლივერპულმა” ლიგის თასზე “ნოთს ქაუნთთან” რთულ მატჩში დამატებით დროში გამარჯვება კი მოიპოვა, მაგრამ ტრავმების გამო ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი დაკარგა.

Goal.com-ის ცნობით, თამაშის მსვლელობისას ტრავმა მიიღეს მცველებმა კოლო ტურემ და ალი სისოკომ, ასევე ნახევარმცველმა ჯო ალენმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის დაზიანებები აქვს ამ სამეულს, თუმცა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი მიიჩნევს, რომ ყველა მათგანი 1 სექტემბერს “მანჩესტერ იუნაიტედთან” პრემიერლიგაში გასამართ თამაშს გამოტოვებს.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115729