ფეხბურთი

19:21 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულს” ბონი სურს

 

ინგლისური “ლივერპული” “სუონსის” კოტდ’ივუარელი ფორვარდით ვილფრიდ ბონით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას Metro იუწყება.

მერსისაიდული კლუბის თავკაცს ბრენდან როჯერსს ბონით ლუის სუარესის ჩანაცვლება სურს, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ბარსელონაში” გადავიდა. როგორც ცნობილია, “ლივერპული” 25 წლის ფორვარდში 20 მილიონ ევროს იხდის.

ბონი “სუონსიში” გასულ ზაფხულს გადავიდა “ვიტესიდან” და 48 ჩატარებულ შეხვედრაში 25 გოლის გატანა მოახერხა.


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.11664