ფეხბურთი

22:24 | 20.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” თავისივე რეკორდი გააუმჯობესა

 

“ჩელსის” გუშინდელი მარცხის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ “ლივერპული” ტოტალიზატორებს ახეირებდა და მინიმუმ “ვერ მოიგებდა,” მაგრამ “წითლების” ღირსება სწორედ ის არის, რომ მსგავს ავანტიურებში არ მონაწილეობენ. როჯერსის შეგირდებმა ტრადიციულად მძლავრად დაიწყეს და უკვე მე-11 წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მე-4 წუთზე, ბოლო დროს ჩინებულად ათამაშებულმა რაჰიმ სტერლინგმა შესანიშნავი დარტყმით გახსნა ანგარიში. საერთოდ, ჩვენი აზირით, სტერლინგი საუკეთესო ფეხბურთელი იყო ამ მატჩში. მალევე სუარესმა თავისი 30-ე გოლი გაიტანა წლევანდელ პრემიერლიაგში და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ურუგვაელი ამით არ დაკმაყოფილდებოდა (შეგახსენებთ, პირველ წრეში “ლივერპულმა” “ნორვიჩს” 5:1 მოუგო და პოკერი სწორედ სუარესმა შეასრულა), მაგრამ მასპინძლებმა ფხა გამოიჩინეს და თავადაც სახიფათოდ შეუტიეს. ბურთი ძირითადად სტუმართა საჯარიმოს სიახლოვეს ტრიალებდა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. მეორე ტაიმში იგივე სურათი გაგრძელდა და მასპინძლებმა ერთი საპასუხო შეაგდეს, ლივერპულელთა მეკარე მინოლე გამოსვლაზე შეცდა და გარი ჰუპერმა გაიტანა.

“ნორვიჩი” ზეწოლას აგრელებდა, მაგრამ სტუმრებმა ისინი კონტრშეტვაზე დაიჭირეს, კაფანდარა სტერლინგმა ისევ შეაგდო, თუმცა ბურთი ბრედლი ჯონსონსაც შეეხო.

მასპინძელი სნოდგრასის მეორე გოლმა კი ბოლო წუთები ორივე გუნდის გულშემატკივრებისთვის დიდ ნერვების გამოცდად გადააქცია. ეგ არის, “ლივერპულმა” მაინც გაიმარჯვა, დისკვალიფიცირებული ჰენდერსონისა და დაშავებული სტარიჯის გარეშე და უშუალო კონკურენტ “ჩელსის” უჯვე 5 ქულით გაუსწრო. მომდევნო ტურში “ლივერპული” “ჩელსის” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში საჩემპიონო თასსაც ვადამდე ასწევს. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდეებია. სინამდვეილეშDკი როჯერსის შეგირდებმა საკლუბო რეკორდი დაამყარეს – ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგეს. მანამდე პემიერლიგაში “წითლების” რეკორდი 10 მოგებით 2005-06 წლების სეზონით თარიღდებოდა.

“არსენალმა” სტუმრად “ჰალ სიტი” გაანადგურა 0:3, “ევერტონმა” კი მანჩესტერ იუნაიტედს” პრინციპული თამაში მოუგო და კვლავ ფეხდაფეხ მისდევს “მეთოფეებს” მეოთხე, საჩემპიონთალიგო ადგილსთვის ბრძოლაში.

 

ნორვიჩი – ლივერპული 2:3 (0:2)

ნორვიჩი. “ქერიუ როუდი.” 26 857

ნორვიჩი: რადი, უითაკერი, ოლსონი, ტერნერი, მარტინი, ფერი (მერფი 78), სნოდგრასი, ჰაუსონი, ჯონსონი, რედმონდი, ჰუპერი (ვან ვოლფსვინკელი 78)

მწვრთნელი: ნილ ადამსი

ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, შკრტელი, სახო, ფლენაგანი, ჯერარდი, ლუკას ლეივა, ალენი (აგერი 81), ფილიპე კოუტინიო (მოზესი 76), სტერლინგი, სუარესი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 0:1 სტერლინგი (4), 0:2 სუარესი (11), 1:2 ჰუპერი (54), 1:3 სტერლინგი (62), 2:3 სნოდგრასი (77)

გაფრთხილება: სნოდგრასი (29), ტერნერი (45), ჰაუსონი (72); შკრტელი (65), ფლენაგანი (79)

მსაჯი: ანდრე მარინერი

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 3(5)-3(6), ჯარიმა: 15-9, კუთხური: 8-3, თამაშგარე: 0-1, სეივი:3-3

 

 

ჰალ სიტი – არსენალი 0:3 (0:2)

ჰალი. “კინგსტონ ქომიუნიქეიშენ სთედიუმი.” 24 762

ჰალ სიტი: ჰარპერი, როსენიორი, დევისი, ჩესტერი, ჰადლსტოუნი, ელ მუჰამადი, მეილერი, ლივერმორი, ლონგი (ფრაიატი 46), იელავიჩი (ქუინი 69), ბოიდი (კორენი 84)

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

არსენალი: შჩესნი, მერტეზაკერი, სანია, ნაჩო მონრეალი, კოშელნი, იოზილი (ფლამინი 61), არტეტა, კასორლა, რემზი, პოდოლსკი (სანოგო 84), ჟირუ (ოქსლეიდ ჩემბერლენი 74)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 რემზი (31), 0:2, 0:3 პოდოლსკი (45, 54)

გაფრთხილება: მეილერი (16); მერტეზაკერი (14)

მსაჯი: ჯონათან მოსი

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 5(6)-2(4), ჯარიმა: 10-8, კუთხური: 7-0, თამაშგარე: 5-1, სეივი:3-4

 

ევერტონი – მანჩესტერ იუნაიტედი 2:0 (2:0)

ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 39 436

ევერტონი: ჰოვარდი, ბეინსი, დისტინი (ალკარასი 46), სტოუნზი, ბერი, კოულმენი, მაკარტი, ბარკლი (ოსმანი 70), ნეისმიტი, მირალასი (მაკგიდი 90+4), ლუკაკუ

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ევანსი (ერნანდესი 61), ბიუტნერი, სმოლინგი, ჯოუნსი, კერიკი, ფლეტჩერი, ნანი (ვალენსია 61), რუნი, მატა, კაგავა (უელბეკი 75)

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 1:0 ბეინსი (28 პენალტით), 2:0 მირალასი (43)

გაფრთხილება: ბარკლი (47), მაკარტი (60); ჯოუნსი (27), სმოლინგი (50)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 4(8)-4(3), ჯარიმა: 9-7, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 2-4,  სეივი: 2-3

 

მეგოლეები:

30 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

20 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

18 – იაია ტურე (6, “მანჩესტერ სიტი”)

15 – ჯეი როდრიგესი (“საუთჰემპტონი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), უეინ რუნი (2, “მანჩესტერ იუნაიტედი”)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160572