ზამთრის სატრანსფერო სეზონში, “ლივერპულის” ფორვარდი ლუის სუარესი მადრიდის “რეალში” იმ შემთხვევაში გადავა, თუ ესპანური გრანდი მერსისაიდელებს 55 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდის. Daily Mail-ის ცნობით, ინგლისელებმა ესპანელ კოლეგებს უკვე შეატყობინეს, რომ 26 წლის ურუგვაელს ხსენებულზე ნაკლებ ფასად არ დათმობენ.
რამდენადაც ცნობილია, “რეალი” სუარესში მხოლოდ 45 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის. ამ წინადადებით, მადრიდელებმა ლივერპულელებს ზაფხულში მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ თავად სუარესს მადრიდში გადაბარგების დიდი სურვილი აქვს.