ფეხბურთი

21:10 | 24.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” ეტოოზე უარი თქვა

 

“ლივერპული” ვეტერანი კამერუნელი თავდამსხმელის, სამუელ ეტოოს შეძენას აღარ გეგმავს. ამ ინფორმაციას Liverpool Echo ავრცელებს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ მერსისაიდელები 33 წლის შემტევის დამატებას აპირებდნენ. ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “ლივერპულში” მარიო ბალოტელი გადადის, ბრენდან როჯერსმა ეტოოზე უარი განაცხადა.

სამუელ ეტოომ გასული სეზონი “ჩელსიში” გაატარა, რომლის მაისურით გამართულ 34 თამაშში 12 გოლი გაიტანა. ეტოო, ამჟამად, თავისუფალი აგენტია.

0.114796