ფეხბურთი

20:57 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” ბენზემასთვის 40 მილიონი გაამზადა

 

ინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელობა, ლუის სუარესის “ბარსელონაში” გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილით, მადრიდის “რეალის” ფორვარდის კარიმ ბენზემას შეძენას აპირებს.

როგორც Daily Mail-ი იტყობინება, მერსისაიდელები მზად არიან, 26 წლის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ “სამეფო კლუბს” 40 მილიონი ევრო გადაუხადონ. ტრანსფერთან დაკავშირებით კლუბებს შორის მოლაპარაკება უახლოეს დღეებში დაიწყება.

ბენზემამ 2013-2014 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა და 17 გოლთან ერთად 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.118224