ფეხბურთი

19:07 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ასპასი "სევილიაში" გაანათხოვრა

"ლივერპულის" ესპანელი ფორვარდი იაგო ასპასი, მომდევნო სეზონს "სევილიაში" გაატარებს. ინგლისური და ესპანური მხარეები ფეხბურთელის გასხვისებაზე უკვე შეთანხმდნენ. 2014/15 წლების სეზონის ბოლოს, 26 წლის ასპასი "ლივერპულში" დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი თავდამსხმელი გასული სეზონის სტარტამდე მერსესაიდელებმა "სელტადან" 8.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდეს. ასპასმა გასულ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ესპანელმა ინგლისელების იმედები აშკარად ვერ გაამართლა და მეტი სათამაშო დროის მიზნით "ლივერპულმა" ესპანეთში დააბრუნა.

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116164