“ლივერპულსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში გამართული მატჩის (3:2) შემდეგ ლივერპულელი ფანების მონაწილეობით უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. როგორც The Telegraph-ი იტყობინება, ქვებით შეიარაღებული მასპინძელი გულშემატკივრები მანჩესტერელი ფანების ავტობუსს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სერიოზული დაზიანება არავის მიუღია, პოლიციამ კი მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო. მხარეები ოფიციალური კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.