ფეხბურთი

18:20 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ტევესს უმიზნებს

 

 იმ შემთხვევაში თუ ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი "ლივერპულის" დატოვებას გადაწყვეტს, კლუბის ხელმძღვანელობა "იუვენტუსიდან" კარლოს ტევესის გადაბირებას შეეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

ლუის სუარესი "ლივერპულში" წარმატებულ სეზონს ატარებს, მაგრამ თუ კლუბის შეცვლას მაინც გადაწყვეტს, "მერსესაიდელები" ტევესს ურუგვაელის სრულფასოვან შემცვლელად მოიაზრებენ.

თავად კარლოს ტევესისთვის ინგლისის ჩემპიონატი უცხო ნამდვილად არ იქნება. არგენტინელი ფეხბურთელი წლების განმავლობაში "ვესტ ჰემის", “მანჩესტერ იუნაიტედის" და "სიტის" ღირსებას იცავდა.

 

გიორგი ბალახაძე 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068074
სარეკლამო ადგილი - 99
X x X